ლევან დავითაშვილი აგრარული ფაკულტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნას დაესწრო
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:45, 21 Sep, 2016     1225
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ახალი სასწავლო კორპუსის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. საქართველოს განათლების სამინისტროს ორგანიზებით, თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო კორპუსი „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016-ის“ ფარგლებში ოფიციალურად გაიხსნა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იმისათვის, რომ ქვეყანაში კონკურენტუნარიანი აგრარული დარგის განვითარება მოხდეს, აუცილებელია სათანადო ცოდნა და მეცნიერული კვლევები.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ჩვენი მომავალი თაობისთვის ისეთი სასწავლო დაწესებულებით უზრუნველყოფის საქმეში, როგორიც აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტია. ჩვენ ვიცით, რომ ახალგაზრდების ინტერესი სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ გაზრდილია, ჩვენ ამ ახალგაზრდებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი სრულფასოვანი ცოდნა მიიღონ. დღეს სწორედ ისეთი სასწავლო დაწესებულება გაიხსნა, რომელიც ახალგაზრდებს ყველა პირობას უქმნის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. მათ ეძლევათ საშუალება, ღირსეული მეცნიერებისა და პროფესორ-მასწავლებლების ხელმძღვანელობით დაეუფლონ ცოდნას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42