რა კავშირი აქვს მარიონ კოტიარს საუკუნის განქორწინებასთან - "ბრანჯელინა" ღალატის გამო დასრულდა?!
ეს საინტერესოა - 13:13, 21 Sep, 2016     25930
უკვე მეორე დღეა მედია საუკუნის განქორწინებაზე წერს და ვერსიებზე მსჯელობს.
ერთ-ერთი ვერსიით, ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის განქორწინების მთავარი მიზეზი ფრანგი მსახიობი მარიონ კოტიარია.

უცხოური მედია წერს, რომ ბრედ პიტს "დეჟა ვუ აქვს", რადგან მისი და ანჯელინას რომანის მსგავსად, მარიონთან სასიყვარულო ურთიერთობა გადასაღებ მოედანზე დაიწყო,

შეგახსენებთ, მსახიობები ერთად თამაშობენ ფილმში „მოკავშირეები“, რომლის თრეილერიც უკვე გამოჩნდა ეკრანებზე.

როგორც "დეილი მეილი" ირწმუნება, ფილმის გადაღებების მიმდინარეობისას, ქმრის ღალატში დაეჭვებულმა ანჯელინამ კერძო დეტექტივიც კი დაიქირავა.

მარიონ კოტიარი 2007 წლიდან მსახიობ გიიომ კანესთან ცხოვრობს. მათ ერთი შვილი ჰყავთ.

გუშინ გავრცელდა ინფორამცია, რომ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი და გავლენიანი, ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს შორდება.

CNN-მა, BBC-მ, Reuters-მა, Guardian-მა, Independent-მა და დანარჩენმა უდიდესმა გავლენიანმა სააგენტოებმა, მსოფლიოს „ბრანჯელინას“ დასასრული Breaking News-ად ამცნეს.

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების შესახებ დოკუმენტაცია უკვე შეავსო.

ოფიციალურ მიზეზად „შეურიგებული უთანხმოება“ დასახელდა.

წყვილთან დაახლოებული პირის განცხადებით, კონფლიქტის მიზეზი ბავშვები , კერძოდ ბავშვების აღზრდაში ბრედის მეთოდები გახდა. გამოცემის თანახმად, ანჯელინას შვილებზე ყოველგვარი უფლება სურს თუმცა სასამართლოსგან ითხოვს, მისი 6 შვილის მამას ბავშვებთან ვიზიტები დაუნიშნოს.

დღეს გამოცემა Mirror-მა ერთი კვირის წინ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ბედნიერი წყვილი და მათი გოგონა შაილოა ასახული ასახული. ანჯელინა და ბრედი ერთმანეთს ეხუტებიან და შესაძლო განქორწინების აშკარად არაფერი ეტყობათ.

გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრდ პიტმა ანჯელინას გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და დოკუმენტაციის შევსების დღეს გაიგო.

ჰოლივუდის ერთ-ერთი სამაგალითო წყვილის შესაძლო განქორწინებაზე პირველად In Touch-მა რამდენიმე თვის წინ დაწერა. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი ანჯელინა, მისი დეპრესია და შეცვლილი ხასიათი გახდა. , მეორე ვერსიით, ბრედმა მას ფრანგ მსახიობ მარიონ კოტიართან უღალტა.

ანჯელინას ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება ოჯახის კეთილდღეობისთვის იქნა მიღებული და ანჯელინა კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. შოკისმომგვრელ ინფორმაციას ბრედ პიტი გამოცემა People -თან გამოეხმაურა.

"ამ ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი ბავშვები არიან. ვთხოვ პრესას, უფლება მისცენ ბავშვებს ამ ცვლილებას უმტკივნეულოდ შეეგუონ"- განაცხადა პიტმა.

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.

წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილები , სამი კი თანაცხოვრების პერიოდში გაუჩნდათ.

ანჯელინა და ბრედმა 2014 წელს იქორწინეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42