CNN-მა, BBC-მ, Reuters-მა, Guardian-მა, Independent-მა და დანარჩენმა უდიდესმა გავლენიანმა სააგენტოებმა, მსოფლიოს „ბრანჯელინას“ დასასრული Breaking News-ად ამცნეს.
მსოფლიოს ყველაზე ლამაზი და გავლენიანი, ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს შორდება.
ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების შესახებ დოკუმენტაცია უკვე შეავსო.
ოფიციალურ მიზეზად „შეურიგებული უთანხმოება“ დასახელდა.
დღეს გამოცემა Mirror-მა ერთი კვირის წინ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ბედნიერი წყვილი და მათი გოგონა შაილოა ასახული ასახული. ანჯელინა და ბრედი ერთმანეთს ეხუტებიან და შესაძლო განქორწინების აშკარად არაფერი ეტყობათ.
გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრდ პიტმა ანჯელინას გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა და დოკუმენტაციის შევსების დღეს გაიგო.


წყვილის განქორწინების შესახებ ინფორმაცია, გუშინ გავრცლედა. ანჯელინას ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება ოჯახის კეთილდღეობისთვის იქნა მიღებული და ანჯელინა კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. შოკისმომგვრელ ინფორმაციას ბრედ პიტი გამოცემა People -თან გამოეხმაურა.
"ამ ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარი ბავშვები არიან. ვთხოვ პრესას, უფლება მისცენ ბავშვებს ამ ცვლილებას უმტკივნეულოდ შეეგუონ"- განაცხადა პიტმა.
წყვილთან დაახლოებული პირის განცხადებით, კონფლიქტის მიზეზი ბავშვები , კერძოდ ბავშვების აღზრდაში ბრედის მეთოდები გახდა. გამოცემის თანახმად, ანჯელინას შვილებზე ყოველგვარი უფლება სურს თუმცა სასამართლოსგან ითხოვს, მისი 6 შვილის მამას ბავშვებთან ვიზიტები დაუნიშნოს.
წყვილის შესაძლო განქორწინებაზე ტაბლოიდები დიდი ხანია წერენ.
ჰოლივუდის ერთ-ერთი სამაგალითო წყვილის შესაძლო განქორწინების მრავალი მიზეზი სახელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი ანჯელინა და მისი დეპრესიაა, მეორე ვერსიით, ბრედმა მას ფრანგ მსახიობ მარიონ კოტიარდთან უღალტა.
მათ ურთიერთობაში არსებულ კრიზისზე პირველად In Touch-მა დაწერა. გამოცემა ირწმუნებოდა, რომ წყვილი განქორწინების შესახებ ოფიციალურ განცხადებას მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებში გააკეთებდა. მანამ კი "ოსკარების“ დაჯილდოებას მოუთმენლად არა მარტო კინომოყვარულები, არამედ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ ბიტის თაყვანისმცემლებიც ელოდნენ. როგორც დასავლური ტაბლოიდები აქტიურად წერდნენ, წყვილის შესაძლო განქორწინების შესახებ არსებულ ეჭვებს , დაჯილდოებაზე მათი ერთად გამოჩენა გააქარწყლებდა. თუმცა, კინოინდუსტრიის მთავარ მოვლენას წყვილი არ დასწრებია. ოფიციალურ მიზეზად ორივე მათგანის მოუცლელობა დასახელდა
ამ დრომდე მსახიობები მათ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებდნენ.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.
წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილები. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა.
თანაცხოვრების პერიოდში კი მათ სამი შვილი გაუჩნდათ შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)
2014 წელს წყვილმა იქორწინა. ანჯელინას ქორწილში შვილების ნახატებით მორთული კაბა ეცვა.
მასალის გამოყენების პირობები






