პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაცია დაზვერვისგან მიიღო.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში კი ამტკიცებენ, რომ ჰუმანიტარული კოლონა არც რუსულ და არც სირიულ ავიაციას არ დაუბომბავს.
შეგახსენებთ, გუშინწინ, სირიაში, ალეპოს მახლობლად ჰუმანიტარულ დახმარებით დატვირთული ავტოკოლონა დაბომბეს, რომელიც ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონში მიემართებოდა.
ჰუმანიტარული ავტოკოლონა გაეროსა და "წითელი ნახევარმთვარის" სირიული განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული, გაერო-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, 31 სატვირთო მანქანიდან დაზიანებულია 18 მანქანა.
როგორც გაერო-ს ჰუმანიტარული ოპერაციების ხელმძღვანელმა სტივენ ობრაიენმა განაცხადა, თუ დადასტურდა, რომ ავიადარტყმა ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლების წინაააღმდეგ მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს სამხედრო დანაშაულის ტოლფასი იქნება.
შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ 12 სექტემბერს ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას წყვეტს, რასაც ალეპოს რამდენიმე რაიონის დაბომბვა მოჰყვა.
ასადმა სამშვიდობო შეთანხების ჩაშლის შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ სირიის ჯარზე დარტყმები განახორციელა.
როგორც ვაშინგტონმა განაცხადა, ავიაერიშები „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებისკენ იყო მიმართული და არა სირიის სამთავრობო არმიაზე. მოგვიანებით ოპერაციაში მონაწილეობა დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ავსტრალიამ აღიარეს
მასალის გამოყენების პირობები






