მერაბ მეტრეველი: „იღებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და უჩვენებს „ქართული ოცნება“
საზოგადოება - 00:05, 08 May, 2013     2455


ამის შესახებ "პოზიციაში" ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა განაცხადა. მისი თქმით, თუნდაც ის ფაქტი, რომ წინა ხელისუფლების დროს სამხედრო პოლიცია დაკავებული იყო სატელიტური ანტენების ამოღებით, მიუთითებს იმაზე, რომ წინა ხელისუფლებამ მსგავსი სისტემა შექმნა და ამ სისტემაზე იდგა.

რაც შეეხება ციხის სკანდალურ კადრებს, მეტრეველის თქმით, "ტელევიზიებს ამ კადრების გავრცელებაზე რომ უარი ეთქვათ, დღეს ხელისუფლების სათავეში ისევ "ნაციონალური მოძრაობა" იქნებოდა, ახლა კი გამოდის, რომ იღებდა "ნაციონალური მოძრაობა" და უჩვენებს "ქართული ოცნება".

მერაბ მეტრეველი გაზეთ "ბათუმელების" მაგალითსაც შეეხო და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს იუსტიციის სამინისტროს მიერ დადებული გრიფი "საიდუმლო"პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების დაშანტაჟების საქმეს დღემდე ადევს და პროკურორი აცხადებს, რომ საქმეს ამის გამო ვერ იძიებს.

მეტრეველის ამ რეპლიკას იუსტიციის მინისტრის მოადგილის პასუხი მოჰყვა:
"მერაბ, შენ ჟურნალისტი ხარ და კონკრეტული სამინისტროს მიმართ ბრალდება დასაბუთებული უნდა იყოს - იუსტიციის სამინისტრო საქმის მასალებს არ ასაიდუმლოებს", - მიმართა მას ალექსანდრე ბარამიძემ, რასაც მერაბ მეტრეველის პასუხი მოჰყვა: "არ ვიცი, გამოძიება მე არ ჩამიტარებია, მე ჩემი კოლეგების მიერ გამოქვეყნებული სტატიის დეტალებს გიყვებით".

მერაბ მეტრეველმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ "ბათუმელების" შემთხვევის გამოძიება აუცილებლად უნდა წარიმართოს და სათანადო შედეგით დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა "პოზიციაში" მედიაქსპერტმა ზვიად ქორიძემ განაცხადა გაზეთ "ბათუმელების" ბოლო ნომერში გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ 2009 წელს გაზეთის ჟურნალისტების შანტაჟში შემჩნეული პირი არც წინა და არც ახალი ხელისუფლების პირობებში არ დაკითხულა და მეტიც - ის ცოტა ხნის წინ შსს-ს სისტემაში დააბრუნეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42