ბარაკ ობამას ბოლო სიტყვა გაეროს ასამბლეაზე აშშ-ის პრეზიდენტობის რანგში
მსოფლიო - 11:02, 21 Sep, 2016     1890
ბარაკ ობამამ აშშ-ის პრეზიდენტის რანგში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით უკანასკნელად გამოვიდა .

"ამ დარბაზში პრეზიდენტის რანგში უკანასკნელად გამოვდივარ სიტყვით. ნება მიბოძეთ გავიხსენო ის პროგრესი, რომელსაც ბოლო რვა წლის განმავლობაში მივაღწიეთ. უმძიმესი ფინანსური კრიზისის დროს ჩვენ კატასტროფის თავიდან აცილება და გლობალური ეკონომიკის ზრდის აღდგენა შევძელით. წავართვით ტერორისტებს თავშესაფარი, მოვაგვარეთ ირანის ბირთვული საკითხი დიპლომატიის გზით. გავხსენით ურთიერთობები კუბასთან და დავეხმარეთ კოლუმბიას ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომის დასრულებაში. ამ ასამბლეაში ჩვენ მივესალმეთ მიანმარის დემოკრატიულად არჩეულ ლიდერს. ჩამოვაყალიბეთ გეგმა ჩვენი პლანეტის კლიმატური ცვლილებებისგან დასაცავად. ეს ძალიან მნიშნელოვანია. ეს ყველაფერი კი არ მოხდებოდა ჩვენი თანამშრომლობის გარეშე” - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ამას გარდა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩამოთვალა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დღეს არსებული გამოწვევები, მათ შორის ლტოლვილთა ნაკადი, ფინანსური პრობლემები და არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ობამამ მსოფლიო თანამეგობრობას წინსვლისკენ და დასავლური ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აშშ-მა და სხვა განვითარებულმა სახელმწიფოებმა ახალაღმოცენებულ დემოკრატიებს უკეთესი მაგალითი უნდა მისცენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ექსტრემიზმზეც ისაუბრა:

„ჩვენ ვხედავთ როგორ ზღუდავენ ჟურნალისტებს მთავრობები და როგორ ქმნიან ცენზურულ კანონებს. ტერორისტული ქსელები იყენებენ სოციალურ მედიას და ამით ახალგაზრდებს იზიდავენ, შედეგად კი ძალადობით გამოწვეული ბრაზი უცოდველი მიგრანტებისკენ და მუსლიმებისკენაა მიმართული. ძლიერი სახელმწიფოები კი საერთაშორისო სამართალს უგულებელყოფენ. ასეთ სამყაროში გვიწევს ცხოვრება. სოფლიო ზედმეტად პატარაა იმისთვის, რომ ააშენო კედელი და ამით თავიდან აიცილო ჩვენს საზოგადოებაზე გავლენა. მჯერა, რომ ღია ბაზრების და ანგარიშვალდებული მთავრობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპები ამ საუკუნეში ადამიანური პროგრესის ყველაზე მტკიცე საფუძველია. მე ამ დასკვნას არა თეორიის ან იდეოლოგიის, არამედ ფაქტებზე დაყრდნობით ვაკეთებ” - განაცხადა ობამამ.

აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთზეც ისაუბრა.

“მსოფლიოში, რომელშიც იმპერიების პერიოდი წარსულს ჩაბარდა, რუსეთი ცდილობს ძალის გამოყენებით დაკარგული დიდება აღადგინოს, მაგრამ თუ რუსეთი გააგრძელებს თავისი მეზობლების საქმეებში ჩარევას, მისი საკუთარი საზღვრები კიდევ უფრო დაუცველი გახდება" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის ლიდერმა ასევე კატეგორიულად გამორიცხა სირიის კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირების შესაძლებლობა. მისი თქმით, სირიის ხუთწლიანი კრიზისის დასრულება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42