ვარსკვლავური წყვილის განქორწინების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. როგორც გამოცემა tmz იტყობინება, ჯოლიმ განქორწინების შესახებ დოკუმენტაცია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს შეავსო.
წყვილთან დაახლოებული პირის განცხადებით, კონფლიქტის მიზეზი ბავშვები , კერძოდ ბავშვების აღზრდაში ბრედის მეთოდები გახდა. გამოცემის თანახმად, ანჯელინას არ სურს, რომ ბრედს ბავშვებთან ურთიერთობა ჰქონდეს და სასამართლოსგან ითხოვს, მისი 6 შვილის მამას ბავშვებთან ვიზიტები დაუნიშნოს.
წყვილის შესაძლო განქორწინებაზე ტაბლოიდები დიდი ხანია წერს.
წყვილის ურთიერთობაში არსებულ კრიზისზე პირველად In Touch-მა დაწერა. გამოცემა ირწმუნებოდა, რომ წყვილი განქორწინების შესახებ ოფიციალურ განცხადებას მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებში გააკეთებდა. მანამ კი "ოსკარების“ დაჯილდოებას მოუთმენლად არა მარტო კინომოყვარულები, არამედ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ ბიტის თაყვანისმცემლებიც ელოდნენ. როგორც დასავლური ტაბლოიდები აქტიურად წერდნენ, წყვილის შესაძლო განქორწინების შესახებ არსებულ ეჭვებს , დაჯილდოებაზე მათი ერთად გამოჩენა გააქარწყლებდა. თუმცა, კინოინდუსტრიის მთავარ მოვლენას წყვილი არ დასწრებია. ოფიციალურ მიზეზად ორივე მათგანის მოუცლელობა დასახელდა
ამ დრომდე მსახიობები მათ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
ჰოლივუდის ერთ-ერთი სამაგალითო წყვილის შესაძლო განქორწინების მრავალი მიზეზი სახელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი ანჯელინა და მისი დეპრესიაა, მეორე ვერსიით, ბრედმა მას ფრანგ მსახიობ მარიონ კოტიარდთან უღალტა.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო, რომელშიც მსახიობები მთავარ როლებს ასრულებდნენ.
წყვილს 6 შვილი ჰყავს. აქედან სამი ნაშვილები. ბრედმა ანჯელინას 3 ნაშვილები ბავშვი მედოქს ჩივანი (05.08.01წ.), პაქს ტიენი (29.11.03წ.), ზაჰარა მარლი (08.01.05წ.) იშვილა.
თანაცხოვრების პერიოდში კი მათ სამი შვილი გაუჩნდათ შაილო ნუველი (27.05.06წ), ტყუპები –ნოქს ლეონი და ვივიენ მარშელინი (12.07.08წ.)
2014 წელს წყვილმა იქორწინა. ანჯელინას ქორწილში შვილების ნახატებით მორთული კაბა ეცვა.
მასალის გამოყენების პირობები






