09:30 საათზე - სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ ჩატარდება.
10:00 საათზე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, ”აგრარული მეცნიერების დღესთან” დაკავშირებით, მეცნიერებთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის განკუთვნილ ახალ, თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო კორპუსს გახსნის.
მის.: გურამიშვილის #17
10:30 საათზე - საინიციატივო ჯგუფის „გული თბილისისთვის“ ორგანიზატორი ლევან ცუცქირიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: შევუერთდეთ საერთაშორისო დღეს - 22 სექტემბერი მანქანების გარეშე. რა კონკრეტულ ქმედებებს მოიცავს აღნიშნული აქცია.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
11:00 საათზე - საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, „მემარჯვენე“ მამუკა კაციტაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
11:00 საათზე - იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კორპორაცია „მაიკროსოფტის“ ოფიციალური პარტნიორი და კომპანიის სერვისების მიმწოდებელი გახდება. მხარეებს შორის შეთანხმებას იუსტიციის სამინისტროში მოეწერება ხელი. დოკუმენტის თანახმად, კორპორაცია გლობალურ პროექტებს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ხელშეწყობით განახორციელებს.
მისამართი: გორგასლის 24 ა, იუსტიციის სამინისტრო
11:00 საათზე - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატი გიორგი ჟორჟოლიანი პროკურატურის უმოქმედობასთან და დაზარალებული მოქალაქეების უფლეებების უგულებელყოფასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მისამართი: ძმები ზუბალაშვილები 36
11:00 საათზე - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: მიმდინარე პერიოდში წინასაარჩევნო დარღვევები და გამოკვეთილი ტენდენციები.
მისამართი:თბილისი, კახიძის #15
საკონტაქტო პირი:ლევან ქათამაძე 577070500
11:00 საათზე - ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, სასტუმროში “თბილისი მერიოტი” გაიმართება რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლების შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“.
11:00 სათზე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველ შენობასთან ,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე ბრიფინგს გამართავს!
11:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "თავისუფალი დემოკრატების" გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან გიგუაშვილი პროკურატურის მიერ გავრცელებულ 26 მაისის ახალ კადრებზე, მიმდინარე და საარჩევნო პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30 საათზე -"პირველის პრესკლუბში" "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საკრებულოში ზურაბ ქადაგიძე მიმდინარე და საარჩევნო პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას", ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ბრიფინგს გამართავს.
თემა: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტის შეფასება; რატომ არ უნდა იქნას კანონპროექტი ამ სახით მიღებული და როგორი პოლიტიკა უნდა წარიმართოს ქვეყანაში თამბაქოს მომხმარებელთა შესამცირებლად.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 საათზე - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით პანკისის ხეობაში სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართება.
მისამართი: სოფელ ჯოყოლოს ადმინისტრაციის შენობა
13:30 საათზე - ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი ბიძინა გეგიძე არქიტექტორებს შეხვდება.
მისამართი: ვაკის პარკში არსებულ მედიათეკა.
შეხვედრის თემა: თბილისის სივრცითი განვითარების პერსპექტივა.
14:00 საათზე - ვატიკანის საელჩოსთან მორწმუნეთა ჯგუფი რომის პაპის ვიზიტის წინააღმდეგ „ლოცვითი დგომის აქციას“ გამართავს.
საკონტაქტო ტელ: 598 38 02 07
18:30 საათზე - ბლოკ "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალო #6 ოლქში მამუკა კაციტაძე საბურთალოს მოსახლეობას შეხვდება.
ლოკაცია: კოსტავას ქუჩა, სკვერი, მაკდონალდსის მიმდებარედ.
საკონტაქტო: 599 55 29 49
20:00 საათზე - ფილარმონიის წინ ანსამბლ ,,ქართული ხმების“ წევრის და დამსახურებული სახალხო არტისტის, გია ჭირაქაძის ვარსკვლავი გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები






