„ბიბისი“-ს ცნობით, ორგანიზაციამ მსგავსი გადაწყვეტილებ მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ, სირიის ქალაქ ალეპოსთან, ამბოხებულთა რაიონისკენ მიმავალი გაეროს ჰუმანიტარული კოლონა დაიბომბა.
გაეროს წარმომადგენლის თქმით, ყველა მხარე, მათ შორის რუსეთი და აშშ წინასწარ იყო გაფრთხილებული კოლონის მარშრუტის და მისიის შესახებ.
სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ცენტრის მონაცემებით, ავიაერიშები სირიისა და რუსეთის ავიაციამ განახორციელა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი.
ჰუმანიტარული ავტოკოლონა გაეროსა და "წითელი ნახევარმთვარის" სირიული განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული, გაერო-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, 31 სატვირთო მანქანიდან დაზიანებულია 18 მანქანა.
როგორც გაერო-ს ჰუმანიტარული ოპერაციების ხელმძღვანელმა სტივენ ობრაიენმა განაცხადა, თუ დადასტურდა, რომ ავიადარტყმა ჰუმანიტარული მისიის თანამშრომლების წინაააღმდეგ მიზანმიმართულად განხორციელდა, ეს სამხედრო დანაშაულის ტოლფასი იქნება.
შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ 12 სექტემბერს ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას წყვეტს, რასაც ალეპოს რამდენიმე რაიონის დაბომბვა მოჰყვა.
ასადმა სამშვიდობო შეთანხების ჩაშლის შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ სირიის ჯარზე დარტყმები განახორციელა.
როგორც ვაშინგტონმა განაცხადა, ავიაერიშები „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებისკენ იყო მიმართული და არა სირიის სამთავრობო არმიაზე. მოგვიანებით ოპერაციაში მონაწილეობა დიდმა ბრიტანეთმა, დანიამ და ავსტრალიამ აღიარეს
მასალის გამოყენების პირობები






