დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია „ჯეო-ემ-ტექსის“ ტანსაცმლის საწარმო დაათვალიერა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:51, 20 Sep, 2016     1817
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კომპანიის „ჯეო-ემ-ტექსის“ საწარმოს ეწვია, სადაც დამზადებული პროდუქცია სრულად გადის ექსპორტზე.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა „ჯეო-ემ-ტექსის“ თანამედროვე სტანდარტების საწარმო, სადაც დამონტაჟებულია მაღალი ხარისხის საკერავი და საქსოვი მანქანები. „ჯეო-ემ-ტექსი“ წარმატებით თანამშრომლობს წამყვან ევროპულ კომპანიებთან, მათ შორის „მონკლერთან“. კომპანია სამომავლოდ პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და გაფართოებას გეგმავს.

პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გაესაუბრა საწარმოში დასაქმებულებს და კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქცია დაათვალიერა. ამჟამად „ჯეო-ემ-ტექსში“ 320 ადამიანია დასაქმებული. ამასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა შეისწავლოს მკერავის პროფესია, რადგან კომპანია აქტიურად ახდენს კადრების მუდმივ რეჟიმში გადამზადებას და შემდგომში დასაქმებას. საწარმოში დასაქმებულთა საშუალო ასაკი 45 წელია.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სწორედ ეს არის ის შედეგი, რისთვისაც იქმნებოდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. „კიდევ უფრო სასიამოვნოა ის გეგმები, რომლებიც საწარმოს გააჩნია. კერძოდ, წლის ბოლომდე „ჯეო-ემ-ტექსის“ საწარმოში 500 ადამიანი დასაქმდება,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ჯეო-ემ-ტექსში“ პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს ახლდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და აღნიშნული სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანა კვარაცხელია.

შპს „ჯეო-ემ-ტექსმა“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით ისარგებლა. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მიერ ახალი სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ განხორციელება დაიწყო, რომლის ძირითად დანიშნულებას მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერის, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების გზით საქართველოში სამეწარმეო კულტურის განვითარება და საექსპორტო პოტენციალის ზრდა წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42