მიწის უკანონო პრივატიზების ფაქტზე შვიდი მოქალაქე დააკავეს
სამართალი - 20:46, 07 May, 2013     481

დაკავებულია გაბილ ჯულფაევი, მანსურ ნამაზოვი, რამინ მუსაევი, არჩილ ხარშილაძე, თამაზ აბესაძე, თახირ ალახვერდიევი და მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოადგილე თემურ ტაბატაძე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ გ. ჯულფაევი, მ. ნამაზოვი და რ. მუსაევი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების საშუალებით დაეუფლნენ მარნეულის რაიონის სოფლებში არსებულ სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთებს. კერძოდ, ისინი დანაშაულებრივად გაურიგდნენ მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მოადგილეს თ. ტაბატაძეს, წარუდგინეს ა.ხარშილაძის და თ.აბესაძის მიერ დამზადებული, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ყალბი ცნობები, რის შემდეგაც, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 118 ჰექტარი სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთები თ. ტაბატაძემ აღნიშნულ პირებს გაუფორმა. ამ დანაშაულებრივი საქმიანობისთვის თ. ტაბატაძემ, ა.ხარშილაძემ, თ. აბესაძემ აიღეს 30 000 აშშ დოლარი.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ მარნეულში პოლიციის ყოფილი შენობის უკან მდებარე მიწის ნაკვეთის მითვისების მიზნით, თ. ტაბატაძემ და ა. ხარშილაძემ დაამზადეს მარნეულის გამგეობის ყალბი დადგენილება და იჯარის ყალბი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, თითქოს მათ ახლობელს გრძელვადიანი იჯარით აღებული ჰქონდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი. ყალბი დოკუმენტები საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში გაატარეს. რის შემდეგაც, თაღლითური გზით მითვისებული მიწის ნაკვეთი, მათ სხვადასხვა პირზე გაყიდეს და საფასურის სახით აიღეს 250 000 ლარი.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 -ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42