კახეთისა და ჯავახეთის რეგიონებს იაპონიის დელეგაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესტუმრებიან
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:04, 19 Sep, 2016     1127

18-24 სექტემბერს, „რეგიონული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით, კახეთისა და ჯავახეთის რეგიონებს JICA-ს დელეგაციისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სტუმრობენ.

დაგეგმილი ვიზიტების მიზანს იაპონური მხარისთვის საქართველოს რეგიონების პოტენციალისა და არსებული პრობლემატიკის გაცნობა, ასევე შემდგომი თანამშრომლობისთვის საჭირო ნაბიჯების განსაზღვრა და ბიზნესკავშირების დამყარების საკითხები წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში განიხილება ისეთი სამომავლო გეგმები, როგორიცაა ადამიანური რესურსების განვითარება ტურიზმისა და აგროკულტურის განხრით, ღვინის წარმოების ტექნოლოგიები და კერძო სექტორთან ურთიერთობის საკითხები.

მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ვიზიტის განმავლობაში, ადგილობრივი მეწარმეებისთვის სამუშაო სემინარები გაიმართება, რომელზეც განიხილება იაპონური მეთოდოლოგია და მაგალითები მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის წახალისებისა და იაპონური მცირე მეღვინეობის თემებზე.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის 28-31 ივლისს, რაჭისა და კახეთის რეგიონებს JCA-ს დელეგაცია და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. გასული წლის ვიზიტის მსვლელობისას, ხაზი გაესვა ადგილობრივი მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, ყურადღება გამახვილდა ორგანული ფერმებისა და ბრენდირების, ექსპორტზე ორიენტირებული საქონლისა და ზოგადად პროდუქციის წარმოების მეთოდებზე.

ამავდროულად, იაპონური დელეგაციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სამეწარმეო ობიექტიც დაათვალიერეს. კერძოდ, რაჭაში თაფლის ფერმებს, საოჯახო სასტუმროებსა და მეღვინეობას ესტუმრნენ. კახეთის რეგიონში კი ქართული ღვინითა და წამყვან მწარმოებლებთან ბიზნეს კავშირების დამყარების მიზნით დელეგაციის წევრებმა ნაფარეულში კახეთის ღვინის გილდია და ტყუპების საღვინე სახლი მოინახულეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42