FBI-მ ნიუ იორკის აფეთქებასთან კავშირში ეჭვმიტანილზე ძებნა გამოაცხადა და ფოტოსურათი გაავრცელა
მსოფლიო - 16:17, 19 Sep, 2016     1665
FBI-m შაბათს, მანჰენეტზე მომხდარ აფეთქებასთან შესაძლო კავშირში მყოფი ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ფოტოსურათი გაავრცელა.

გავრცელებული ცნობით, ის აშშ-ის მოქალაქე, 28 წლის ეთნიკურად ავღანელი აჰმად ხან რაჰამია, რომელიც ნიუ ჯერსიში ცხოვრობდა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, 17 სექტემბერს, ნიუ იორკის ჩელსის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს აფეთქების რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირის ფაქტები.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის ურნაში იყო მოთავსებული. აფეთქების მახლობლად სამართალდამცავებმა მეორე, აუფეთქებელი ბომბიც აღმოაჩინეს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატში ხუთი ხელთნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მოქალაქებ სამართალდამცავებს შეატყობინა, რომ ნიუ ჯერსის მეტროპოლიტენის სადგურზე, ნაგვის ურნაში საეჭვო ზურგჩანთა შენიშნა.

ადგილზე მისვლისას, პოლიციამ ზურგჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინა.

ერთ-ერთი ბომბი მაშინ ამოქმედდა, როდესაც გამნაღმველები მის გაუვნებელჰყოფას დისტანციურად ცდილობდნენ. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

NBC წყაროზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ნაპოვნი ბომბები იმ ბომბის იდენტურია, რომელიც შაბათს ნიუ იორკში, მანჰეტენზე აფეთქდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბომბი, რომელიც შაბათს ნიუ იორკში აფეთქდა, ასევე ნაპოვნი აუფეთქებელი ბომბი, იმ ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტურია, რომელიც 2013 წელს, ბოსტონის მარათონის დროს ტერორისტებმა აამოქმედეს.

ამერიკული მედიის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივე ბომბის შემთხვევაში, დეტონატორად გამოყენებული იყო მობილური ტელეფონები და ქუჩის დეკორატიული განათებები.

შეგახსენებთ, ტერაქტი ბოსტონში 2013 წელს, მარათონის დროს მოხდა. ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად ფინიშის ხაზთან ააფეთქეს. ბოსტონის ტერაქტს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 260 კი დაშავდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42