დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „მუზეუმი“ ოფიციალურად გახსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:10, 19 Sep, 2016     1603
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის ისტორიულ ნაწილში, ახალი სასტუმრო „მუზეუმი“ გახსნა. მასთან ერთად, სასტუმროს გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

სასტუმრო „მუზეუმი“, რომელიც თავად ორბელიანების ერთ-ერთ ისტორიულ სასახლეშია განთავსებული, ამჟამად 46 ნომერს, სამ რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს მოიცავს. გათვალისწინებული იქნა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ორბელიანების ისტორიულ სასახლეს გააჩნდა, მათ შორის, ინტერიერი და აივნები. სასტუმროს მართვას ახორციელებს ამერიკული მენეჯმენტ ჯგუფი “Key Hospitality”. ამჟამად სასტუმროში 80 ადამიანია დასაქმებული.

პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მხოლოდ 2013-15 წლებში, საქართველოში 508 განთავსების ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში, რაც ქვეყანაში არსებული სასტუმროების ფონდის 41 პროცენტია.

„დღეს საქართველოში 1200-ზე მეტი სასტუმრო ფუნქციონირებს, რაც საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ჩვენ გვაქვს მკაფიო და ნათელი ხედვა, თუ როგორ უნდა გავზარდოთ საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა დღეს არსებული 6 მილიონიდან 11 მილიონამდე,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ფრეიზერის ინსტიტუტმა რამდენიმე დღის წინ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველომ მე-5-ე ადგილამდე გაიუმჯობესა პოზიცია. დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, საქართველოში ბიზნესის კეთება სასურველი და მომგებიანია, რაზეც სასტუმრო „მუზეუმში“ ჩადებული ინვესტიციაც მეტყველებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42