სახელმწიფოს მიერ უკვე ათეულობით სასოფლო-სამეურნეო მიწის აზომვითი ნახაზების ხარჯები ანაზღაურდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:19, 19 Sep, 2016     999
საქართველოს მთავრობის ინიციატივით ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აგვისტოდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” ახორციელებს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზის მომზადების ხარჯების ამზომველთათვის ანაზღაურებას. პროექტის მიმდინარე შედეგები მედიის წარმომადგენლებს დღეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკატერინე სისაურმა გააცნო.

„სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურის ანაზღაურების პროექტის ფარგლებში, 2016 წლის აგვისტოდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 10 ამზომველ კომპანიას რამდენიმე ათეული ნაკვეთის აზომვის საფასური აუნაზღაურა. დღეის მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში სააგენტო 600-ზე მეტ განაცხადს განიხილავს და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში, მოხდება აზომვითი ნახაზების მომზადების საფასურის ანაზღაურება“ - აღნიშნა ბრიფინგზე ეკატერინე სისაურმა.

სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ანაზღაურებას ექვემდებარება ამზომველსა და მოქალაქეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 ჰა-ს ფარგლებში. ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა 1,5-ჰა მდე ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე შეადგენს 80 ლარს, ხოლო 1,5-ჰა დან 5-ჰა მდე მიწის ნაკვეთებზე - 100 ლარს.

პროექტის ფარგლებში, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 30 ივნისია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42