უახლესმა გამოკვლევებით გაირკვა, რომ ბროკოლი წარმოიქმნა ჰიბრიდიზაციის შედეგად, ძვ. წ. აღ. VI-V საუკუნეებში. მისი სამშობლო ხმელთაშუა ზღვისპირეთია. ამ პროდუქტს საუკუნეების მანძილზე მხოლოდ იტალიაში მოიხმარდნენ. პირველად ნახსენებია 1587 წელს დაწერილ ფრანგულ ტრაქტატში - Historia Generalis Plantarum. სახელწოდება იტალიური აქვს, თუმცა სიტყვის ფუძე , „bracchium“ ლათინურია და „ტოტს“ ნიშნავს. ჯერ კიდევ ტომას ჯეფერსონს უნდოდა ბროკოლის მოშენება ამერიკაში, თუმცა უშედეგოდ. მისი მცდელობები მომავალმა თაობამ განაგრძო და წარმატებასაც მიაღწია, XX საუკუნის 20-იან წლებში.
აღსანიშნავია, რომ ბროკოლის 100 კალორია შეიცავს მეტ ცილას, ვიდრე ამავე ენერგეკული ღირებულებების მქონე საქონლის ხორცი. გარდა ამისა, იგი მდიდარია სხვადასხვა მიკროელემენტებით. შეიცავს C და K ვიტამინებს. კომბოსტოსებრთა ოჯახიდან A ვიტამინის შემცველობით ყველაზე მდიდარია ბროკოლი. იგი ასევე შეიცავს ფოსფორს, რკინას, კალციუმს, კალიუმსა და მაგნიუმს.
ბროკოლის შემადგენელი ელემენტები ეფექტურად ებრძვიან კიბოს უჯრედების ზრდას.
პროდუქტი შეინახეთ მაცივარში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს სასარგებლო თვისებებს.
შეგიძლიათ მიირთვათ შემწვარი, მოხარშული ან მოწალული ბროკოლი; მოამზადოთ სალათი, წვნიანი, ომლეტი ან მიირთვათ როგორც გარნირი.
წყარო: borjomi.com
მასალის გამოყენების პირობები