სატელევიზიო ფენტეზი-საგა "Game of Thrones" ი „ემმის“ დაჯილდოების ტრიუმფატორი და რეკორდსმენი გახდა.
ჯორჯ მარტინის რომანის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ მიხედვით გადაღებულმა სერიალმა მთავარი ჯილდო - „საუკეთესო დრამატული სერიალის“ ტიტული მოიპოვა. GOT-მა გაიმარკვა ასევე საუკეთესო სცენარისა და რეჟისურის კატეგორიაში.
ჯამში ამ წელს სერიალმა 12 ემმი აიღო .
ამგავრად, ამ დროისთვის , სატელევიზიო სერიალებიდან „ სამეფო კარის თამაშებს“ რეკორდული რაოდენობის ჯილდო, 38 „ემმი“ აქვს აღებული.
საუკეთესო დრამატული სერიის ნომინაციაში GOT-მა შარშანაც გაიმარჯვა.
შარშან, სერიალმა 24 ნომინაციიდან 12-ში გაიმარჯვა, რითაც ცერემონიის ისტორიაში რეკორდი დაამყარა.
შესაბამისად, "სამეფო კარის თამაშები" ემმის ორგზის რეკორდდმენია.
წლის მთავარ ნომინაციაში „სამეფო კარის თამაშებთან“ ერთად წარდგენილი იყო Downton Abbey, Homeland და House of Cards.
საუკეთესო კომედიურ სერიალად „ვიცე პრეზიდენტი“ დასახელდა.
წლის საუკეთესო სატელევიზიო ფილმად Sherlock: The Abominable Bride (PBS) დასახელდა.






მასალის გამოყენების პირობები






