გალტ & თაგარტი რეგიონულ ობლიგაციებს ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომს ხდის
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:23, 19 Sep, 2016     833
გალტ & თაგარტი ინვესტორებს რეგიონული სასესხო ინსტრუმენტებით ვაჭრობას უადვილებს. ამ მიზნით, კომპანია ახალ ყოველთვიურ მიმოხილვას აქვეყნებს, რომელიც საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, ყაზახეთის და უკრაინის ობლიგაციების ბაზრებს მოიცავს.

ეს ექვსი ქვეყანა მზარდი რეგიონის ნაწილია, რომელზეც ამჟამად არასაკმარისი ინფორმაცია მოიპოვება, მსოფლიოში კი განვითარებადი ბაზრების ფასიან ქაღალდებზე ინტერესი ზრდადია. ამ მიმოხილვის მიზანია, რომ ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სრულფასოვანი ინფორმაცია, როგორც ამ ქვეყნების მაკროეკონომიკურ გარემოზე, ასევე მათ სასესხო ინსტრუმენტებზე. გალტ & თაგარტის საბროკერო მიმართულება კი უზრუნველყოფს წვდომას საჭირო არხებზე, რათა ინვესტორებმა შეძლონ შეუფერხებლად ვაჭრობა სხვადასხვა ინსტრუმენტით.

მიმოხილვაში მოცემულია მნიშვნელოვანი საბაზრო მაჩვენებლები როგორც ადგილობრივ, ასევე საზღვარგარეთის საფონდო ბირჟებზე განთავსებულ ობლიგაციებზე. აგრეთვე, მოცემულია ზემოხსენებული ქვეყნების ისეთი მნიშვნელოვანი პარამეტრები, როგორიცაა სუვერენული რეიტინგი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ეკონომიკური ზრდა, ფისკალური და მიმდინარე ანგარიშის ბალანსები.

„ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი გალტ & თაგარტის შემდგომ განვითარებაში, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი დაფარვის არეალის გაფართოებას რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებზე. ამ ნაბიჯით ჩვენ ვაძლევთ ინვესტორებს შესაძლებლობას, რომ რეგიონულ ჭრილში დაინახონ საინვესტიციო ინსტრუმენტების ბაზარი და თავისი რისკიანობის და მომგებიანობის მოთხოვნების შესაბამისად დააბანდონ ფულადი სახსრები“, - განაცხადა გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, არჩილ გაჩეჩილაძემ.

რეგიონული ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.gtresearch.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42