ვინ არის ელენა ბაშკიროვა, რომელიც მარკეტინგული კვლევის ცენტრის ,,გორბის“ უკან დგას და რომელმაც საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები უნდა დაითვალოს.
,,Башкирова и партнери“- ის ისტორია დაიწყო გასული საუკუნის 80-90იანი წლების მიჯნაზე, როდესაც ელენე ივანეს ასული ბაშკიროვამ, რომელსაც 1991 წამდე ეკავა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის რუსეთის სოციოლოგიური ინსტიტუტის საერთაშორისო შედარებითი კვლევების სექტორის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა, შექმნა დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი, რომელიც დაარსების დღიდან რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებოდა.
ელენა ბაშკიროვა საერთაშორისო კვლევით კომპანიებში ცნობილია, როგორც პუტინის და რუსეთის სპეცსამსახურების პირადი მკვლევარი.
ელენა ბაშკიროვასა და კრემლის საერთო ინტერესებზე წერს ამერიკული გამოცემა ,,BLOOMBERG“-ი. საქმე ეხება ლევადას ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მასალას, პუტინის რეიტინგის დაცემასთან დაკავშირებით, რის გამოც ლევადას ცენტრში საგადასახადო შევიდა. ბლუმბერგი წერს, რომ უმრავლესობა მკვლევარების რუსეთის ხელისუფლების ამ ქმედებას აპროტესტებს, მხოლოდ ელენა ბაშკიროვა იცავს პუტინის ინტერესებს:
ელენა ბაშკიროვა, კომპანია „Bashkirova & Partners”-ის საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი, რომელიც ახლო თანამშრომლობაშია რუსულ სამთავრობო სააგენტოებთან, არ ეთანხმება: „რა თქმა უნდა ჩვენ საზოგადოებრივი აზრის მკვლევარები ზეგავლენას ვახდენთ საზოგადოებრივ აზრზე - ეს ჩვენი სამსახურია“, - ამბობს იგი. ის აცხადებს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილების მიღმა არავითარი პოლიტიკა არ არის და რომ ლევადამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას კანონი.
საქართველოსთან მიმართებაში ელენა ბაშკიროვა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩნდება.
რუსეთის სპეცსამსახურების პირადი მკვლევარი, 2008 წლის სექტემბერში, ვაშინგტონში ორგანიზაცია Gallup-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც საქართველო ომის დაწყებასა და გენოციდში დაადანაშაულა. ფაქტმა უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოს ხელისუფლებაში, რაც ასევე მიუღებელი აღმოჩნდა თავად Gallup-ისთვისაც, რომელიც მრავალი წელია საქართველოში სოციოლოგიურ კველვას აწარმოებს საერთაშორისო ამერიკულ ორგანიზაციასთან ერთად. Gallup-მა ქართულ მხარეს აცნობა, რომ აღნიშნულ კომპანიას ქალბატონ ბაშკიროვასთან არაფერი საერთო ჰქონდა და რომ ის უბრალოდ ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე იყო.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბაშკიროვას კვლევითი ორგანიზაციის სახელი სახელი უკავშირდება ყირიმის ე.წ. რეფერენდუმს, სადაც ყირიმის მოსახლეობის 98%-მა რუსეთთან მიერთებას დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ ეს რეფერენდუმი უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე ჩატარდა, რომელზედაც ევროკავშირი ღიად აცხადებდა, რომ ყირიმის ე.წ. რეფერენდუმი უკრაინის კონსტიტუციასა და საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ბაშკიროვა აქ ე.წ. რეფერნდუმის ტექნიკურ საკითხებს კურირებდა.
2013-14 წლებში ბაშკიროვა უკვე საქართველოში ჩამოდის.
ეს ის პერიოდია, როცა შემოსავლების სამსახურმა კომპანია ნილსენის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ოფიციალური ლიცენზირებულ პარტნიორ TV MR საქართველოს შემოწმება გადაწყვიტა და კომპანიას იმ პირების პერსონალური მონაცემების გასაჯაროება მოსთხოვა, ვისაც სახლში ფიფლმეტრები აქვს დაყენებული.
ხელისუფლების მიზანი სარეკლამო ბაზარზე IPM-ის ჩანაცვლება და ალტერნატიული მთვლელი კომპანიის შემოყვანა იყო.
IPM მონიტორინგის დამფუძნებელმა, შპს TV MR საქართველოს პარტნიორმა გოჩა ცქიტიშვილმა მაშინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კომპანიაში შემოსავლების სამსახურის შესვლამდე, სამი კვირით ადრე, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომელსაც დახარჯული თანხის მიუხედავად დაბალი რეიტინგი აქვს, მისგან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოითხოვა იმ „ფიფლმეტრების" ადგილმდებარეობის შესახებ, რომლითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება.
ამის შემდეგ, კრემლის პირადი მკვლევარი ელენა ბაშკიროვა საქართველოში იღებს პასუხისმგებლობას, გორბის ბაზაზე შექმნას IPM-ის ალტერნატიული ახალი მთვლელი კომპანია. ამისთვის ბაშკიროვას ჰქონდა მცდელობა, საერთო კონტაქტი დაემყარებიან საერთაშორისო გამოცდილების მქონე დარგის პროფესიონალებთან, თუმცა მისი მდელობა უშედეგოდ დასრულდა, ბაშკიროვა უკვე 2008 წლის გამოცდილებით მიუღებელი პერსონა იყო.
საქართველოს პარალელურად ელენა ბაშკიროვა კვლავ უკრაინის პროცესებში ერთვება, მისი კომპანიის სახელი უკავშირდება კვლევას, რომლის შედეგების თანახმადაც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იანუკოვიჩი თურმე დადებითი იმიჯით და მაღლი ნდობის მანდატით სარგებლობდა ქვეყნის მოსახლეობაში.
ამჯერად უკვე ელენა ბაშკიროვა საქართველოში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეგზიტპოლის ჩატარებაში ერთვება.
ჩნდება ვარაუდი, რომ ბაშკიროვას მიერ საქართველოში ჩატარებული ეგზიტპოლი გააკონტროლებს მოსკოვის ინტერესებს, ხოლო არჩევნების შედეგებს, როგორც სჩანს, რუსული ეფესბე და ვლადიმერ პუტინი დაითვლის.
კიდევ ერთი სკანდალი უკავშირდება მარკეტინგული კვლევითი ცენტრის ,,გორბის“ ხელმძღვანელს მერაბ ფაჩულიას. ფაჩულია წარმოადგენს საქართველოში Gallup international-ს, რაც კონფლიქტში მოდის Gallup-თან. Gallup-ი ამერიკის უმსხვილესი კვლევითი კომპანიაა, რომელიც Gallup international-ს სახელის გამოყენებისთვის სასამართლოში უჩივის. წყაროს ცნობით, ფაჩულია-ბაშკიროვას ტანდემი, Gallup international-ის მეშვეობით, შეეცდება Gallup-ის სახელით მანიპულირებას, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, კომპანიის სახელის გამოყენება აკრძალული აქვს როგორც მერაბ ფაჩულიას, ასევე ელენა ბაშკიროვას.
"ნიუპოსტი" მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მერაბ ფაჩულიასთან დაკავშირებას, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს.
,,ნიუპოსტის“ წყაროს ცნობით, გორბმა ეგზიტპოლების ჩატარებისთვის ასევე მიმართა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიას, მათ შორის Gallup-ს, თუმცა ყველა მათგანმა თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მიზეზად ისიც ითქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ცნობილია, ხელისუფლების მიერ გორბის დაფინანსების საკითხი, რათან საქართველოს სარეკლამო ბაზარზე ალტერნატიული კომპანია შემოსულიყო. დაპირისპირება ნილსენთან კი მიუღებელი აღმოჩნდა გავლენიანი კვლევითი ორგანიზაციებისთვის.
აღნიშნული ეგზიტპოლები 4 მაუწყებლის მიერაა დაკვეთილი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეგზიტპოლის ჩატარება საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ჩვენი ინფორმაციით, ის დაახლოებით 2 მილიონი დოლარი ჯდება, რაც არცთუ ისე მარტივად გადასახდელია ქართულ ბაზარზე არსებული ტელეკომპანიებისთვის.
4 მაუწყებლის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგები როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით, 8 ოქტომბერს 8 საათზე არჩევნების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება. საველე სამუშაოებს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ცენტრი "გორბი" ჩაატარებს.
კვლევითმა კომპანიებმა - თი-ენ-ესმა და "გორბიმ" 8 ოქტომბერს დაგეგმილ ეგზიტპოლთან დაკავშირებით, პრეზენტაციაც გამართეს, თუმცა მას საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი არ დასწრებია. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი არხი შესაძლოა გამოეყოს იმედის, DGS-ის და მაესტროს ოთხეულს.
საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაწყვეტილების გადახედვისკენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც მოუწოდებდნენ. სამ კერძო ტელეკომპანიასთან, იმედთან, მაესტროსთან და GDS-სთან ერთად არჩევნების დღეს ეგზიტპოლის ჩატარება სამოქალაქო სექტორის თქმით, მაუწყებლის სანდოობასა და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ დააყენებს და არხს პოლიტიკურ იარაღად აქცევს.
მედიის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ 4 არხის გაერთიანება რუსთავი 2-ის მიერ დაგეგმილი ეგზიტპოლის საპასუხოა და მმართველი პარტიის ინტერესს ემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები






