როგორც "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გვანცა ადამიას დედამ განაცხადა, მისი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშა და მას უფლის იმედი აქვს. "გვანცას ფილტვები დაუზიანდა, და ახლა მართვით სუნთქვაზეა, ნეკნები და მენჯის ძვლები ჩამსხვრეული აქვს, ღვიძლი - გახეთქილი (ამის გამო ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა). ახლაც ვერ ვხვდები, როგორ გადარჩა," - აცხადებს ადამიას დედა.
დედის განცხადებით, გვანცას შეყვარებულმა ვანო ღონღაძემ გოგონას პაროდისტ ქართლოს ნატროშვილთან (მიხეილ სააკაშვილის პაროდისტი "ვანოს შოუში") გადაღებულ სურათზე იეჭვიანა. მისივე თქმით ნატროშვილი მათი ნათესავია.
როგორც გვანცას დედა აცხადებს, ვანოს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე შემდეგი ფრაზა აქვს დაწერილი: "ხვალ ყველაფერი დამთავრდება ჩემთვისაც და მისთვისაც".
"ამ ბიჭს ძალიან კარგი მშობლები ჰყავს. დედამისი ტირილ-ტირილით მოვიდა საავადმყოფოში გვანცას სანახავდ, მითხრა, არაფერი ვიცოდი და ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდიო. თქვენ რა შუაში ხართ, თქვენი რა ბრალია-მეთქი, დავამშვიდე. არადა მისმა შვილმა ჩემი ოჯახი დასაქცევად და ამოსაწყვეტად გაიმეტა. მაგრამ ახლა ჩემთვის მთავარი გვანცას სიცოცხლეა, მხოლოდ ამაზე ვფიქრობ და არა ვინმეს დასჯაზე," - აცხადებს დედა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






