კიევში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტანტებმა რუსეთის ოკუპანტური პოლიტიკა გააპროტესტეს და საელჩოს შენობას ფოერვერკები ესროლეს. საპროტესტო აქციის ვიდეოს როიტერი ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ პლაკატი წარწერით «Русские свиньи, здесь вам не рады. Сегодня фейерверки, завтра будут «Грады». („რუსო ღორებო, აქ თქვენი ყოფნა არ უხარიათ. დღეს ფოერვერკებია, ხვალ „გრადები“ იქნება“)
როგორც ცნობილია, რუსეთის საელჩოში მიუხედავად უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პროტესტისა რუსეთის სათათბიროს არჩევნებისთვის საარჩევნო უბნის გახსნას აპირებენ. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ყირიმში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურად ცნობა მოხდება, უკრაინამ შესაძლოა ეუთოდან თავისი დელეგაცია გაიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები






