როგორც მარი გულორდავამ განაცხადა, ის ფარისაშვილთან შეხვედრას ნამდვილად გეგმავდა, თუმცა აცახდებს, რომ არანაირი ფარული საუბრები და ჩანაწერები მათ შორის არ ყოფილა.
"მე არ მინახავს რა ინფორმაცია გაასაჯაროა ელისო კილაძემ, შესაბამისად კომენტარის გაკეთება მიჭირს. როდესც ადამიანს იცნობ, საუბარია ფარესიშვილზე და თანხმდები შეხვედრაზე მგონი ამაში ცუდი არაფერია. რაც შეება მასალას მე ჟურნალისტი ვარ და ათასი მასალა მაქვს და ამ თემაზე საუბარი აფსურდულია. არანაირი ფარული საუბრები და ჩანაწერები არ ყოფილა. მე რამდენადაც ვხვდები აქ დიდ გაუგებრობას აქვს ადგილი. საღამომდე ყველაფერს გავარკვევ, შესაბამისად ამ დრომდე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი ფარული ჩანაწერები და აზრები არ არსებობდა. მე ვარ ჟურნალისტი, რომელსაც წყარომ მიაწოდა ინფორმაცია და ფარესაშვილს ვთხოვე ნუ გაახმაურებდა ამ ინფორმაციას." - განაცხადა გულორდავამ.
შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ქრონიკა +" ის მთავარმა რედაქტორმა დღეს "პირველი რადიოს" რადიოკლუბში მარი გულორდავასა და გიორგი ფარესიშვილის პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა.
მასალის გამოყენების პირობები






