7 რჩევა სკოლის მოსწავლის სამეცადინო კუთხის მოსაწყობად
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:18, 16 Sep, 2016     6194
სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის მოსწავლეების მშობლებს ძალიან ბევრ საკითხზე უწევთ ზრუნვა: რომელი სახელმძღვანელოები და ზურგჩანთა შეიძინონ შვილისთვის, რა დაუჯდებათ საკანცელარიო ნივთები, სად შეიძინონ ტანსაცმელი, როგორ ასწავლონ ბავშვს ფულის სწორად დახარჯვადა ა.შ., მაგრამ ამასთან ერთად, ერთი ძირითადი საკითხი შეიძლება გამორჩეთ, როგორ მოაწყონ სამეცადინო კუთხე.

Vivus.ge შეეცადა ხშირადდასმული კითხვებისთვის მოეყარა თავი, რომელთაც დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლები ყველაზე ხშირად სვამენ.

როგორი მაგიდა უნდა შეიძინოთ პირველკლასელის სამეცადინო კუთხისთვის?

მაგიდის შერჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია მისი ზომისა და დიზაინის გათვალისწინება, რადგან სწორედ სამეცადინო კუთხის კომფორტულობა განსაზღვრას ბავშვის ხერხერმლის მდგომარეობას, მხედველობას და სწავლის სურვილს.
მაგიდის შერჩევისას აუცილებლად თან წაიყვანეთ მოსწავლე, რათა მაგიდა მისი სიმაღლის შესაბამისად შეარჩიოთ. ბავშვს მაგიდა გულმკერდამდე უნდა წვდებოდეს , ისე, რომ იდაყვის დადება მაგიდაზე უპრობლემოდ შეეძლოს. მაგიდის სიგანე 60-80 სმ უნდა იყოს, ხოლო სიგრძე 120-160 სმ. ყოველ წელს რომ არ მოგიწიოთ მაგიდის გამოცვლა Vivus.ge გირჩევთ შეიძინოთ მაგიდა, რომლის ზომის ცვლილება შესაძლებელია. გაითვალისწინეთ, რომ კომპიუტერის და სამეცადინო მაგიდა სხვადასხვა უნდა იყოს, რათა ბავშვს არ მოუწიოს მონიტორთან ახლოს მეცადინეობა. თუკი ოთახი ორი მაგიდისთვის არც ისე დიდია, შეარჩიეთ კუთხის მაგიდა, რათა ერთ მხარეს კომპიუტერი მოათავსოთ, მეორე მხარე კი მოსწავლემ სამეცადინოდ გამოიყენოს.

ოთახის რა ნაწილში უნდა განათავსოთ სამეცადინო მაგიდა?

იდეალურ შემთხვევაში სამეცადინო მაგიდა ფანჯრიდან მარცხნივ, ზურგით ფანჯრისკენ უნდა იდგას ან მარჯვნივ-პირით ფანჯრისკენ. პირველი ვარიანტი უკეთესია, რადგან ბავშვი არ დაიწყებს ფანჯარაში ყურებას და ყურადღებაც არ გაეფანტება. პატარა ოთახის შემთხვევაში კი შეგიძლიათ ფანჯრის რაფა გააფართოვოთ და ის გამოიყენოთ სამეცადინო მაგიდად.

როგორი სკამი უნდა შეარჩიოთ?

სკამის შერჩევა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მაგიდის. სკამი უნდა შეარჩიოთ ისეთი, რომ არ იყოს ძალიან მაღალი და ბავშვს შეეძლოს ფეხების იატაკზე სწორი კუთხით დადგმა. ძალიან კარგი გამოსავალია ისეთი სკამის შეძენა, რომელსაც რეგულირებადი სიმაღლე აქვს. სკამის ზურგი მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს, ბავშვი უნდა წვდებოდეს იატაკს და ზურგიც სწორად ჰქონდეს.

სპეციალური მოთხოვნები ავეჯის მოდელისადმი

ავეჯის შერჩევისას აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინება:

· სასურველია ავეჯი იყოს ნატურალური მასალისგან შეკერილი,

· ჰქონდეს ხარისხის მანიშნებელი სერთიფიკატი და

· არ შეიცავდეს ნივთიერებებს, რომელთაც შეუძლიათ ავნონ ბავშვის ჯანმრთელობას.

ძალიან კარგი იქნება თუ ავეჯი ნატურალური მასალისგან იქნება აწყობილი, მაგალითად ხისგან.

სამეცადინოდ იდეალური გარემო.

მეცადინეობის პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანია განათება. გარდა იმისა, რომ სწორად შერჩეული განათება აუცილებელია ჩვენი მხედველობისთვის, ის მეტ კომფორტს და მყუდრო გარემოს ქმნის. იმისთვის, რომ ბავშვს არ დაუზიანდეს მხედველობა უნდა გამოიყენოთ სინათლის არა ერთი, არამედ რამოდენიმე წყარო , მაგ. ოთახის ძირითადი განათება და მაგიდის სანათი ან ე.წ. ბრა.

ბავშვი, რომელიც მხოლოდ მაგიდის სანათით განათებულ ოთახში მეცადინეობს ყოვლად დაუშვებელია მხედველობისთვის. ასე თვალი მალე იღლება და შეიძლება მხედველობაც გაუარესდეს.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს სამუშაო მაგიდის ორგანიზებაში?

ძალიან კარგია თუკი სამეცადინო მაგიდას აქვს უჯრები, რადგან უჯრებში შენახული სახელმძღვანელოები და საკანცელარიო ნივთები მეტი წესრიგის შეგრძნებას ტოვებს. თუკი მაგიდას არ აქვს უჯრები ყველა საჭირო ნივთი მაგიდაზე უნდა დავალაგოთ ისე, რომ მეცადინეობისას მოსწავლე ადვილად მიწვდეს. თუკი გყავთ პირველკლასელი ეცადეთ დაეხმაროთ მაგიდის ორგანიზებაში, დაულაგოთ რვეულები ერთად, ფანქრები ერთად და ა.შ. აუცილებელია თავიდანვე მივაჩვიოთ ტერიტორიის დალაგებას და ყველაფრის საკუთარ ადგილას დაბრუნებას.

დღის განრიგის შემუშავება.

გაწერილი დღის განრიგი ეხმარება მოსწავლეს მოახდინოს დროის მენეჯმენტი. გადაანაწილოს დრო სამეცადინოდ, სათამაშოდ, დასასვენებლად და ა.შ.

პირველკლასელის ცხოვრებაში კი განრიგის შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მის ცხოვრებაში ბევრი სიახლეა, ყველაფერი იცვლება და ის აუცილებლად უნდა შეეჩვიოს ახალ ცხოვრების სტილს. კარგი იქნება თუკი პირველი ორი თვის განმავლობაში ვიზუალურ განრიგს შეუდგენთ. შეიძინეთ ფერადი ფურცლები, დაფა და გააფორმეთ დღის გრაფიკი, ასე პირველკლასელი უკეთ დაიმახსოვრებს და შეეჩვევა სიახლეებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42