"ევროკავშირი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება" - ანგელა მერკელი
მსოფლიო - 13:50, 16 Sep, 2016     2627
ბრატისლავაში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი გაიხსნა.

სამიტის დაწყებამდე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ევროკავშირი ამჟამად კრიზისში იმყოფება, თუმცა გაერთიანებას შეუძლია იმის დამტკიცება, რომ ყველაფერის მოგვარება შეუძლია.

“ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მაგრამ მოქმედებებით უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია, ვიყოთ უკეთესები უსაფრთხოების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ეკონომიკური ზრდისა და სხვა მნიშნელოვან საკითხებში. თუმცა, ერთი სამიტისგან ევროპის ყველა პრობლემის მოგვარება მოსალოდნელი არ არის" - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ბრატისლავაში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი დღს გაიხსნა, სადაც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები პირველად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გარეშე შეიკრიბებიან და “ბრექსითის” შემდეგ ევროკავშირის მომავალზე იმსჯელებენ. მანამდე კი, ქვეყნის პრემიერმა სადილზე ევროკავშირის მაღალჩინოსნებს დონალდ ტუსკს, ჟან კლოდ იუნკერს და მარტინ შულცს უმასპინძლა.

ევროკავშირის ლიდერები სავარაუდოდ, იმსჯელებენ ახალი თავდაცვითი კავშირის შექმნაზეც - ეს არის საფრანგეთის და გერმანიის წინადადება, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას უჭერენ მხარს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42