დიმიტრი ქუმსიშვილმა „გრინპაკის“ ახალი საწარმო დაათვალიერა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:19, 16 Sep, 2016     2345

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა, რომელიც დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა. საწარმოში პირველ ვიცე-პრემიერთან ერთად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანი კვარაცხელია იმყოფებოდნენ.

საკვები და სასმელი პროდუქტების შესაფუთი ქაღალდის კონტეინერები, ჭიქები და სხვა ტიპის მასალები, ლამინირებული ქაღალდის კონტეინერები - ეს არის იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალი, რასაც შპს „გრინპაკი“ აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოშივე შეიძინონ უმაღლესი ხარისხის ლამინირებული ქაღალდისგან დამზადებული, საკვები და სასმელი პროდუქციის ერთჯერადი მოხმარების შესაფუთი პროდუქცია.

2014 წელს დაფუძნებული შპს „გრინპაკი“ წარმოადგენს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ინდუსტრიული და ინფრასტრუქტურული კომპონენტის ბენეფიციარს, ახალ საწარმოს. კომპანიას „საქართველოს ბანკისგან“ 2 მლნ. აშშ დოლარის სესხი აქვს აღებული, რომლის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინასებასაც ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს. კომპანიას „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ასევე სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

„ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც განაცხადი შემოიტანა „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობისთვის, იყო „გრინპაკი.“ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ კომპანიამ ნულიდან 2000 კვ.მ.ფართობის საწარმო ააშენა, სადაც 2 500 000 დოლარზე მეტი ინვესტიციია განხორციელებული. საწარმო უშვებს არაერთი დასახელების პროდუქტს, შესაფუთ მასალებს, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქტისთის და 35 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. სახელმწიფომ კომპანიას დახმარება გაუწია როგორც ინფრასტრუქტურულ ნაწილში ანუ გადასცა მიწა, ასევე საპროცენტო განაკვეთის სუბსიდია გაუკეთა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შედეგად ჩვენ მივიღეთ გამართული საწარმო, დასაქმება, მაღალტექნოლოგიური წარმოება და, რა თქმა უნდა, შედეგი. სწორედ ეს არის შედეგი, რომელიც უნდა მოეტანა პროგრამას „აწარმოე საქართველოში.“ 2 წლის თავზე, მას მერე, რაც პროგრამამ ფუნქციონირება დაიწყო, მრავლად გვაქვს საწარმოები, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია შესული“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42