ჟულიან ასანჟი მზად არის აშშ-ის ხელისუფლებას ჩაბარდეს
მსოფლიო - 13:16, 16 Sep, 2016     2168
WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჟულიან ასანჟის განცხადებით, ის მზად არის ამერიკის ხელისუფლებას ჩაბარდეს, მხოლოდ ერთი პირობით - თუკი მის ინფორმატორს, აშშ-ის არმიის ყოფილ ოფიცერს ჩელსი მენინგს შეიწყალებენ.

მსგავსი განცხადება, ვიკილიქსის თვითერის გვერდზე გამოქვყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ-ის ხელისფლების მიერ ნებისმიერი სამართლებრივი დევნა ასანჟის მიმართ, არასამართლებრივია.

საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისვის, ვიკილიქსის ინფორმატორს ბრედლი მენინგს აშშ-ს სასამართლომ 2013 წელს 35 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ციხეში ყოფნისას მან სქესისა და სახელის შეცვლის შესახებ განცხადება შეიტანა.

2014 წელს სასამართლომ დააკმაყოფილა მისი თხოვნა სახელის შეცვლის შესახებ და ბრედლი ჩელსით შეუცვალა, 2015 წელს კი ჰორმონალური თერაპიის კურსის გავლის უფლება მისცეს.

მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ჩელსის შიმშილობა გამოაცახადა და სქესის შეცვასთან დაკავშრებით ქირურგიულ ჩარევაზე უარის თქმა გააპროტესტა. მას შემდეგ რაც მას ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, ჩელსიმ შიმშილობა 14 სექტემბერს შეწყვიტა.

საიდუმლო დოკუმენტაციის გამოქვეყნების გამო, ჟულიან ასანჟის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. 2012 წელს, დიდ ბრიტანეთში ეკვადორის საელჩომ ასანჟის თავშესაფარი მიანიჭა და დღემდე იქ იმყოფება. დიპლომატიური მისიის დატოვების შემთხვევაში მას დაპატიმრება ემუქრება.

ამავდროულად, შვედეთში მას ორი ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ და მის ექსტრადირებას ითხოვენ. თავად ასანჟი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42