ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა შუშის ბოთლების წარმოების საინვესტიციო პროექტის დეტაებზე იმსჯელეს. ჩინეთის უმსხვილესი კომპანიები საქართველოში ბიზნესის დაწყებას ქვეყნის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში განიხილავენ. ჩინელი ინვესტორები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე შეისწავლიან.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს გარემო შეაფასეს და განაცხადეს, რომ საქართველოში შუშის ბოთლების წარმოება იმპორტს ჩაანაცვლებს, ადგილზე წარმოებულ პროდუქციას გააიაფებს და სამუშაო ადგილებს შექმნის.
შუშის წარმოების დაწყების საკითხი საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნეს წრეებთნ შეხვედრის დროს შეთანხმდა. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ფონდის მენეჯმენთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით ამა წლის მარტში იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






