09.00 საათზე - პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „გრინპაკს“ დაათვალიერებს, რომელიც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა.
საწარმოს გახსნას ასევე დაესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანი კვარაცხელია.
10:00 საათზე - ოქროყანაში, ტექნოპარკში, პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეის კონკურსში 20 გამარჯვებულ გუნდს შეხვდება და მათ მენტორშიფის პროგრამის დეტალებს გააცნობს.
მენტორშიფი „სილიკონ ველის“ უცხოელი ექსპერტების მიერ სტარტაპებისთვის ცოდნის ონლაინ გაზიარებასა და მათი პროექტების დახვეწას ითვალისწინებს. თითოეული გუნდისთვის მენტორშიფის ღირებულება 25 000 ლარს შეადგენს, რომელსაც დამწყები ბიზნესმენებისთვის სახელმწიფო გამოყოფს.
11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საპარლამენტო არჩევნების დღის ეგზიტპოლის პრეზენტაცია გაიმართება.
ეგზიტპოლის ჩატარების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით პრეზენტაციას კომპანია „TNS Opinion“-ის მმართველი დირექტორი პასკალ ჩელალა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის - „გორბის“ დირექტორი მერაბ ფაჩულია გამართავენ.
11:00 საათზე - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში მიხეილ მაჭავარიანის პრესკონფერენცია გაიმართება
11:00 საათზე - "პირველის პრესკლუბში" "პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" – საარჩევნო ბლოკის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს.
თემა: ბურჭულაძე-გვარამიას სატელეფონო ჩანაწერი და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:30 საათზე - "პირველის პრესკლუბში" უფლებადამცველები: ალექსანდრე ახალკაცი (ჰეროკრატიის მთავარი პერსონაჟი), მამუკა ტუსკაძე და ექსპერტი ვახტანგ მაისაია საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.
თემა: ციხის კადრების გავრცელებიდან ოთხი წლისთავი, "ჰეროკრატია", სამართლიანობის აღდგენა.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00 საათზე - სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ უსაფრთხოების სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით გამართავს დებატებს.
12:00 საათზე - ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიმართება. ღონისძიებას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე გახსნის.
მის.: ვარდების მოედანი N1, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია’’
13:00 საათზე - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია სოფელ ბაზალეთში მცხოვრებ ხანდაზმულ ამომრჩეველს ამომრჩევლის მონაცემების ბარათს გადასცემს.
14:00 საათზე - ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ახალი ვებ-გვერდის, ინოვაციური სერვისების და საგრანტო პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: 26 მაისის მოედანი N1, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ"
14:15 საათზე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძე ევროპარლამენტის ფაქტების შემსწავლელი მისიის წევრებთან შეხვედრას გამართავს.
თბილისი, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის სათათბირო ოთახი.
16:00 საათზე - იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე და სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა სამხარაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ამომრჩეველთა შესახებ განახლებულ მონაცემებს გადასცემენ.
მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. ცენტრალური საარჩევნო კომისია
16:30 საათზე - ევროპარლამენტარები სანდრა კალნიეტი და ანჯეი გრჟიბი მატროსოვის ციხეში პოლიტპატიმრებს მოინახულებენ
19:00 საათზე - ელენე ხოშტარია შშმ პირებთან დისკუსიას გამართავს. მისამართი ვაკე, აბაშიძის 37.
მასალის გამოყენების პირობები






