ამბროლაურში აეროპორტი შენდება - 8-მილიონიანი ინვესტიცია რაჭის ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:53, 15 Sep, 2016     16826
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დაათვალიერა. ის კმაყოფილი დარჩა მშენებლობის ტემპით და იმ გარემოებით, რომ პროექტის განხორციელების პროცესში, ძირითადად, ადგილობრივი კადრები არიან დასაქმებულნი.

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აბროლაურში აეროპორტისა და აეროდრომის მშენებლობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის ოთხპუქტიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რაჭის ტურისტული პოტენციალის განსავითარებლად.

დღეის მდგომარეობით, მიწის სამუშაოების 45 პროცენტი უკვე შესრულებულია. ადგილზე 51 ერთეული ტექნიკა მუშაობს. 125 ადამიანზე მეტია დასაქმებული, მათ შორის, 65 ადგილობრივია.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთო ჯამში 8 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია იქნება ინვესტირებული და ის ხელს შეუწყობს რაჭის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

აეროპორტი დასაწყისისათვის განსაზღვრული იქნება მცირე ზომის - 15-20 ადგილიანი საჰაერო ხომალდებისთვის, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი მთელი ინფრასტრუქტურის დაპროექტება ხდება ისე, რომ გათვალისწინებულია პერსპექტივაში უფრო დიდი ხომალდების მიღებაც (დაახლოებით 30-50 მგზავრის ტევადობით).

პირველ ეტაპზე, იგეგმება 1100 მეტრი სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა, რომელიც პერსპექტივაში შესაძლოა 1300-1400 მეტრამდე დაგრძელდეს. რაც შეეხება აეროპორტის ტერმინალს, იგი დაახლოებით 600 კვ.მ. - მდე ფართობზე განთავსდება და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზე იქნება გათვლილი.

მთლიანობაში, აეროპორტის ოპერირების დაწყება წლის ბოლოსთვის იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42