"შავ სიაში" მოხვდნენ მილიარდერები არკადი როტენბერგი და იური კოვალჩუკი, ბიზნესმენები კონსტანტინ მალოფეევი და ნიკოლაი შამალოვი, ასევე სახელმწიფო დუმის დეპუტატები და ფედერაციის საბჭოს წევრები სერგეი ჟელეზნიაკი, სერგეი მირონოვი, ლეონიდ სლუცკი და სხვები.
"შავ სიაში" მოხვედრი პირებს, ბრიუსელი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის მიიჩნევს პასუხისმგებლად.
პერსონალური სანქციების თანახმად, აღნიშნულ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა ეკრძალებათ, ევროკავშირის ტერიტორიაზე კი განთავსებული მათი აქტივები გაყინულია.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები 2014 წლის მარტში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დააწესა. ამავდროულად, ბრიუსელს დაწესებული აქვს სექტორალური შეზღუდვები, რომლებიც 2017 წლის 31 იანვრამდე მოქმედებს, ასევე სანქციები ანექსირებული ყირიმის წინააღმდეგ, რომელთა მოქმედების ვადა 2017 წლის 23 ივნისს იწურება.
მასალის გამოყენების პირობები






