საქართველოს ბანკმა სკოლის მოსწავლეებისთვის უნიკალური პლასტიკური ბარათი sCool card-ი შექმნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:26, 15 Sep, 2016     4973
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, სკოლის მოსწავლეებისათვის სრულიად ახალი პლასტიკური ბარათის sCool card-ის შექმნის შესახებ. sCool Card-ი მოსწავლეებისთვის შექმნილი უნიკალური პლასტიკური სადებეტო ბარათია, რომელსაც უკონტაქტო ფუნქციაც აქვს. sCool card-ის აღება მოსწავლეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ. sCool card-ის მოქმედების ვადა სკოლის მოსწავლის ასაკიდან გამომდინარე განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ sCool Card-ს აქვს მრავალმხრივი უპირატესობა როგორც მოსწავლისთვის ასევე მშობლისთვის.

თბილისის სკოლის მოსწავლეები ექსკლუზიურად sCool Card-ით უფასოდ იმგზავრებენ დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტით მეტროში, ავტობუსსა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე. sCool Card-ით გადახდა ასევე შესაძლებელია სხვადასხვა სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, სუპერმარკეტსა თუ წიგნის მაღაზიაში. ამასთან, ბარათის მფლობელებს გადახდისა და განაღდების თითოეული ოპერაციის შესრულებისას, ისარგებლებენ ფასდაკლებებით და დაერიცხებათ sCool-ები, დაგროვილი sCool-ების გადაცვლას როგორც მობილურის ბალანსზე, უახლოეს მომავალში სხვადასხვა სასურველ ნივთსა თუ მომსახურებაზე.

სკოლის მოსწავლეები ადრეული ასაკიდანვე შეძლებენ, ისწავლონ თანამედროვე საბანკო პროდუქტებით სარგებლობა, ფულის რაციონალურად ხარჯვა და შეიძინონ ახალი უნარ ჩვევები. ყოველივე ამისთვის, კი საქართველოს ბანკი მოსწავლეებს დამატებით sCool Card-ის სკოლის სპეციალურ ტრენინგებსაც შესთავაზებს.

თავის მხრივ, მშობელს შესაძლებლობა აქვს, შვილს აღარ გაატანოს სკოლაში ნაღდი ფული; გააკონტროლოს დღის განმავლობაში ბავშვის მიერ დახარჯული თანხის მიზნობრიობა და ოდენობა, მიღებული SMS-ების საშუალებით. ასევე, სურვილისამებრ თავად განსაზღვროს sCool Card-იდან ნაღდი თანხის გატანის შესაძლებლობა ან გადახდისა და განაღდების ყოველდღიური ლიმიტი.

დამატებითი ინფორმაცია უნიკალური sCool card-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: www.scoolcard.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42