გუშინ დაახლოებით 21:15 საათზე , სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქე გ.ა. ერთობლივად შეაჩერეს.
დათვალიერებისას მოქალაქეს შარვლის მარცხენა ჯიბეში პოლიეთილენის პარკში გახვეული მომწვანო ფერის ნივთიერება აღმოაჩნდა. გ.ა.-ის განცხადებით, პაკეტში მის მიერ სომხეთის რესპუბლიკაში შეძენილი, ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" იყო. მის პირად ბარგში დამატებით კიდევ 3 აბი სუბოტექსი და 13 აბი "ლირიკა" აღმოაჩინეს.
ამასთან, ოფიცრებთან საუბრისას განაცხადა, რომ მასთან ერთად სომხეთიდან საქართველოში სომხეთის კიდევ ერთი მოქალაქე ი.ა. შემოვიდა. ამ უკანასკნელს მარჯვენა წინდაში ქაღალდში გახვეული თეთრი ფერის აბი წარწერით: სუბოტექსი აღმოაჩნდა.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს საპატრულო დეპარტამენტს გაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები






