შემთხვევის ადგლიზე გორის სახანძრო რაზმები იყვნენ მობილიზებული. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტროსადენები გახდა, მაგრამ მამა გრიგოლი შემთხვევითობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ სახლის გადაწვა მასთან დაპირისპირებულ პირებს უკავშირდება. დაპირისპირებულთა შორის მამა გრიგოლი სასულიერო პირებს, მათ შორის მაღალ იერარქიაზე მდგომთაც ასახელებს, რომლებსაც "ნაციონალების მფარველებს" უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ მამა გრიგოლის წინააღმდეგ ერთი კვირის წინ ვარიანის მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა და მღვდელი მიწის მითვისებაში დაადანაშაულა:
"ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ. ორი წლის წინ სხვა სათავსოებიც გადამიწვეს. ეს ყველაფერი კი, ჩემთან დაპირისპირებული მხარიდან არის ორგანიზებული. ამ ყველაფრის უკან სამთავისისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია დგას, რომელიც "ნაციონალებს" მფარველობდა. მე რამდენჯერმე ვამხილე და მის წინააღმდეგ გამოვედი, ეს ყველაფერი ამის შედეგია", - განაცხადა მამა გრიგოლმა.
მასალის გამოყენების პირობები






