ყველაფერი ერთ სივრცეში - სწავლება, გადამზადება, დასაქმება - ,,სილიკონ ველი თბილისი“ 16 სექტემბერს გაიხსნება
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:31, 14 Sep, 2016     2795
რამდენიმე დღეში საქართველოში უპრეცედენტო პროექტი ,,სილიკონ ველი თბილისი" ამოქმედდება!ოფიციალურად გახსნამდე 2 დღის ადრე ”სილიკონ ველმა“ დღეს წამყვანი მედიასაშაულებების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ჟურნალისტებმა ძირითადი პროექტების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მოისმინეს და საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერეს.

”სილიკონ ველი თბილისის” პროექტი მრავალ მიმართულებას აერთიანებს: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტითან ერთად 16 სექტემბრიდან ფუნქციონირებას იწყებს IT აკადემია, სწრაფი გადამზადებისა და დასაქმების ცენტრები.

როგორც „ნიუპოსტს“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა განუცხადა, სტუდენტებს განათლების მიღების გარდა, პრაქტიკული გამოცდილების შეძენისა და დასაქმების უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ.

მისი თქმით, 100-ზე მეტ კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმები ამის საშუალებას იძლევა.

”სილიკონ ველი თბილისმა” მოიპოვა ექსკლუზიური წვდომა გლობალურ სამუშაო ადგილებზე საქართველოდან დასაქმების შესაძლებლობაში, სადაც ყოველდღიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეგაკომპანიები ათ მილიონზე მეტ სამუშაო ადგილზე საკუთარ მოთხოვნებს აფიქსირებენ“- აცხადებს ბატიაშვილი.

მისი თქმით, მონდომებისა და სწორი გადამზადების შემთხვევაში, სტუდენტებს დასაქმება პირველივე კურსიდან შეეძლებათ. საქართველოში კი სრულიად ახალი საამუშაო ადგილები შეიქმნება.

„პროექტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ერთ სივრცეში ხდება სტუდენტების მომზადება, გამოცდილების მიღება და დასაქმება. მაშინ როცა წვდომა გვაქვს მილიონობით სამუშაო ადგილთან, ჩვენი აზრით სწრაფი გადამზადების პირობებში შეგვეძლება ჩვენი სტუდენტები და გადამზადებული ადამიანები, ამ სივრცეში იყვნენ განთავსებულები და მუშაობდნენ მსოფლიოს წარმატებულ კომპანიებში და იღებდეს ისეთივე ანაზღაურებას, რომელსაც აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში აქვთ.

ეს გვინდა გავაკეთოთ, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ყოველი დაკარგული დღე, ტექნოლოგიებისა და ბიზნესმიმართულების კუთხით გაშვებული შესაძლებლობაა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის თვალსაზრისით უზარმაზარ პოტენციალს იძლევა, იგივე ახალი სამუშაოების გაჩენისთვის“- აღნიშნა ბატიაშვილმა.

მისი თქმით, პროექტის პირველი ფაზა უკვე დასრულებულია.

„მეორე ფაზის განხორციელებას მალევე დავიწყებთ, რომელიც გულისხმობს საერთო საცხოვრებლების მშენებლობას, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ საქართველოსთვის, რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

როგორც ბატიაშვილი ამბობს, სწავლის საფასური, ხელმისაწვდომია და წელიწადში 2250 ლარის გადახდას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო დაწესებულება სრულად პასუხობს ევროპულ სტანდარტებს და ადაპტირებულია შშმ პირებითვის.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საგანმანათლებვლო პროგრამები სამ საფეხურებზე იქმნება : - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანის, ნინო ენუქიძის განცხადებით, „პროგრამების უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს მიმართულებები ერთგვარ სინთეზშია”.

ცნობისთვის, პროექტი - „სილიკონ ველი თბილისი“ IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.

უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროექტი „სილიკონ ველი თბილისი“, ბაგებში, ჭავჭავაძის გამზირზე ნომერ 82-ში მდებარეობს.

საგანმანათლებლო ცენგტრში დარწმუნებულები არიან, რომ „სილიკონ ველი თბილისში“ მომავალ ქართველ დეველოპერებს, პროგრამულ ინჟინრებს და მეწარმეებს საკუთარი ბიზნეს იდეების მეტად და სრულყოფილად განვითარების, ტექნოლოგიური უნარების გაღრმავებისა და შესაძლებლობების გაფართოების საშუალებას მისცემს.

პროექტის ავტორების განცხადებით, ,,სილიკონ ველი თბილისის" მრავალფუნქციურ შენობაში განთავსდება წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და ბრენდების ოფისები, სტუდენტური კამპუსები და სხვა.

მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით უახლოეს პირობებში დაგეგმილია ბავშვებისთვის საზაფხულო სკოლის გახსნა, ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები სპორტული მოედნებისა და საცურაო აუზების მოწყობისთვის.

„სილიკონ ველი თბილისის“ გახსნის ცერემონია 16 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42