სასიკვდილო აბორტს გადარჩენილი: "მე გამომწვარი, მკვდარი უნდა დავბადებულიყავი"
საზოგადოება - 00:10, 07 May, 2013     6194

"თუკი აბორტის ქალის უფლებაა, გეკითხებით, ქალბატონებო და ბატონებო, ვინ დაარღვია ჩემი სიცოცხლის უფლება აბორტის დროს?" - კითხულობს ჯესენი ამ გამოსვლაში, რომელიც მელბურნში შედგა და თავის საოცარ თავგადასავალს ჰყვება:

 

"... ჩემი ბიოლოგიური დედა 17 წლის იყო, ისევე, როგორც ჩემი ბიოლოგიური მამა.

 

დედამ გადაწყვიტა, ორსულობის მე-7 თვეს გაეკეთებინა აბორტი და მას ურჩიეს ე.წ. მარილოვანი აბორტის გაკეთება, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ მარილის ხსნარი შედის დედის საშვილოსნოში, ბავშვი ყლაპავს ამ ხსნარს, ის კი შიგნიდან და გარედან წვავს მის ორგანიზმს - ჯერაც ჩამოუყალიბებელს. ამის შემდეგ დედამ 24 საათის განმავლობაში მკვდარი ჩვილი უნდა იმშობიაროს...

 

საერთო გაოცებისა და შოკის თანხლებით, მე არა მკვდარი, არამედ ცოცხალი დავიბადე: 1977 წლის 6 აპრილს, ლოს-ანჟელესის კლინიკაში.

 

ჩემი დაბადების თარიღთან დაკავშირებით ყველაზე ფანტასტიური ის გახლავთ, რომ ექიმი-აბორტმახერი ჯერაც არ შესდგომოდა მუსაობას მისივე ცვლის სამუშაო რეჟიმში, ამიტომ მას აღარ მიეცა საშუალება, განეხორციელებინა თავისი შემდგომი გეგმები ჩემს სიცოცხლეზე, ანუ, სიკვდილზე...

 

მე ვიცი, რომ ახლა სამთავრობო, დაცულ შენობაში ვიმყოფები. ისიც მინდა ვთქვა, რომ მიყვარს თქვენი ქვეყანა, ისევე, როგორც ჩემი. მაგრამ ისიც ვიცი, რომ არაპოლიტკორექტულად ითვლება მსგავს დაწესებულებებში იესო ქრისტეს სახელის წარმოთქმა. იმიტომ, რომ მისი ხსენებისას ბევრი უხერხულობაში ვარდება.

 

მაგრამ მე არ დავბადებულვარ ცოცხალი იმიტომ, რომ ყველამ მოხერხებულად და კომფორტულად იგრძნოს თავი - მე იმისთვის დავიბადე, რომ გამოვაფხიზლო, რომ შევაჩერო... მე შუბლზე მაქვს ნიშანი, სადაც იკითხება, რომ მამაჩემი სამყაროს ერთპიროვნული პატრონია...

 

...მაშ, ასე როგორც გითხარით, დავიბადე ცოცხალი, მოწამვლიდან 18 საათის შემდეგ. მე უნდა ვყოფილიყავი ბრმა, გამომწვარი, უძრავი სხეულით, უნდა ვყოფილიყავი მკვდარი, მაგრამ ეს არ მოხდა.

 

არის კიდევ ერთი დამთხვევა: აბორტმახერს ხელი უნდა მოეწერა ჩემი დაბადების მოწმობაზე, ასე რომ, მე მისი სახელი ვიცი. სკეპტიკოსებს ვაცნობებ, რომ ჩემს სამედიცინო ფურცელზე მითითებულია: "დაიბადა მარილოვანი აბორტის შედეგად" - შეგიძლიათ გადაამოწმოთ..."

 

ჯიანა ჯესენი ცნობილია თავისი მწვავე გამოსვლებით აბორტის წინააღმდეგ და აბორტებს არამარტო დანაშაულად, არამედ მკვლელობად განიხილავს. მის ნათქვამს სულ სხვა წონა აქვს, რადგან თვითონ ჰოლი... აბორტის შედეგადაა დაბადებული: მისი დაბადება და ის, რომ საშვილოსნოში ნაყოფისთვის მომაკვდინებელი ხსნარის შეყვანის მერეც კი ცოცხალი გადარჩა, ბევრს ხილულ სასწაულად მიაჩნია - მედიცინაში მაინც...

 

თავად ჰოლი კი ატარებს ლექციებს, გამოთქვამს თავის მოსაზრებებს, ჰყვება თავის თავგადასავალს დაბადებამდე და დაბადების შემდეგ და უნდა, ყველა დაარწმუნოს, რომ აბორტი იგივეა, რაც მკვლელობა...

 

ვიდეო: ჯიანა ჯესენის გამოსვლა მელბურნში

 

მოამზადა ანანო კვაჭანტირაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42