საქმე იმაშია, რომ მჟავის შედეგად დამახინჯებული რეშმა პოდიუმზე ინდოელი გოგონების სახელით გამოვიდა, რათა მსოფლიოსთვის ხმა მიეწვდინა და ხელი შეეშელა იმ სავალალო ფაქტისთვის, რასაც მჟავის უპრებლომოდ გაყიდვა ჰქვია, რომლის მსხვერპლიც ინდოეთში უამრავი გოგონა ხდება.
რეშმა 17 წლის იყო, როდესაც საკუთარმა ძმამ და მისმა ორმა მეგობარმა გოგონას სახეში მჟავა შეასხეს, რის გამოც მას მთელი სახე დაეწვა და თვალი დაკარგა.
მძიმე დეპრესიისა და მრავალი ოპერაციის შემდეგ, გოგონამ სოციალიზაცია შეძლო და აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა. როგორც რეშმამ აღნიშნა, ის საქველმოქმედო ფონდის
Make Love Not Scars-ის წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც გოგონა ორგანიზაციაში მიიყვანა და ქართა უფლებების დასაცავად ბრძოლა დაიწყო.
რეშმა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ინდოელი დიზაინერის არჩანა კოჩარის სამოსით გამოვიდა და დღის მთავარი მოვლენაც გახდა.







მასალის გამოყენების პირობები






