ამის შესახებ „როიტერსი“ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
საუბარია 38 მილიარდ დოლარზე, რომელსაც ისრაელი აშშ-სგან მომდევნო 10 წლის განმავლობაში მიიღებს.
აღნიშნული გარიგება წარმოადგენს ყველაზე დიდი დახმარების პაკეტს, რომელიც აშშ-ს გაუცია, თუმცა სანაცვლოდ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთელ რიგ დათმობებზე წასვლა მოუწია.
როგორც გამოცემა იტყობინება, შეთანხმების მიხედვით, ისრაელის ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას აშშ-ის კონგრესისგან დამატებითი დახმარების თხოვნის ნებისმიერ მცდელობაზე.
აშშ-სა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები თითქმის 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც „როიტერსი“ იტყობინება, აშშ-ისა და ისრაელის ლიდერები მთელ რიგ საკითხებზე ვერ თანხმდებოდბნენ. უთანხმოების მთავარ მიზეზებს კი ირანთან ბირთვული შეთანხმება და პალესტინის საკითხი წარმოადგენდა.
მასალის გამოყენების პირობები






