„Steirische Wirtschaft“-ში საქართველოს შესახებ სტატია გამოქვეყნდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:26, 14 Sep, 2016     1209
ავსტრიის რესპუბლიკის შტაიერმარკის ფედერალური მიწის სავაჭრო პალატის გამოცემა - „Steirische Wirtschaft“-ში გამოქვეყნდა სტატია საქართველოს შესახებ

სტატიის ავტორი გამოცემის რედაქტორი კლაუს კრაინერია, რომელიც აღნიშნავს, რომ საქართველო გატარებული რეფორმებით ინვესტორებისთვის სულ უფრო საინტერესო ხდება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყანას საერთაშორისო კუთხით აღიარება მოუტანა. კლაუს კრაინერს მოჰყავს ქ. სტამბოლში ავსტრიის სავაჭრო წარმომადგენლის გეორგ კარაბაჩეკის სიტყვები, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა ძალზედ სტაბილურია და ქვეყანას გააჩნია მყარი საბაზრო-ეკონომიკური, ლიბერალური და ევროპასთან დაახლოებული სტრუქტურა. გეორგ კარაბაჩეკის თქმით ბოლო წლებში რეფორმებზე ორიენტირებულმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკა 2,8 %-მდე გაზარდა, რამაც ინფრასტრუქტურის სფეროს აღმასვლა განაპირობა. ქ. სტამბოლში ავსტრიის სავაჭრო წარმომადგენლის განცხადებით თვალსაჩინოა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ძლიერი განვითარება, რაც ისტორიული დიდი აბრეშუმის გზის აღორძინების ნაწილია.

სტატიის ავტორი ასევე საუბრობს იმ ავსტრიულ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, მათ შორისაა „Gebrüder Weiss“, „Orion-Leuchten“, „Schirnhofer“. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2014 წლიდან ავსტრიული ექსპორტი საქართველოში 57,8-იდან 72,8 მილიონ ევრომდე, თითქმის 30 %-ით, გაიზარდა. როგორც კლაუს კრაინერი აცხადებს ამ მაჩვენებლით საქართველო ავსტრიის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა და რეიტინგით ავსტრიის სავაჭრო პარტნიორებს შორის 78-ე ადგილზე ავიდა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები, განსაკუთრებით კი ჰიდროენერგეტიკის სექტორში. კლაუს კრაინერის თქმით ამ მიმართულებით შტაიერმარკის ფედერალურ მიწას და საერთოდ, ავსტრიას ბევრის შეთავაზება შეუძლია საქართველოსთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42