კვება პირდაპირ არის დაკავშირებული თავის ტკივილთან. დადასტურებულია, რომ ორგანიზმში გარკვეული ელემენტების ნაკლებობა 4-ჯერ ზრდის თავის ტკივილის შესაძლებლობას. სასარგებლო ელემენტების დეფიციტის შევსება შესაძლებელია, თუ გადახედავთ თქვენი კვების რაციონს. რა უნდა ჩართოთ თქვენს მენიუში, იმისთვის, რომ თავის ტკივილს თავი დააღწიოთ. ეს პროდუქტები შესაძლებელია 4 კატეგორიაში განაწილდეს:
ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი В12
ფოლიუმის მჟავას დიდი რაოდენობით შეიცავს ბროკოლი, ისპანახი, სატაცური, გოგრა, სტაფილო, ჭარხალი, ავოკადო.
ვიტამინი В12 დიდი რაოდენობითაა ქათმის კვერცხში.
სპილენძი და რკინა
ყველაზე ხშირად სპილენძისა და რკინის დეფიციტი ქალებს აწუხებთ, ეს პირდაპირ იწვევს შაკიკს, ჰიპოტენზიას, ანემიას და დეპრესიას.
სპილენძს დიდი რაოდენობით შეიცავს ლობიო, კაკალი, ავოკადო, თხის ყველი.
რკინის რეზერვების შევსება კი შესაძლებელია ზღვის კომბოსტოს, სეზამის თესლის, მწვანილის, სალათის ფოთოლის, ღვიძლის მეშვეობით.
ვიტამინი В6
სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი- ვიტამინ В6-ის დეფიციტია. ამ დანაკლისის შწესავსებად და გულის, სისხლძარღვების, ნერვების და ტვინის დაავადებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა რაციონში ჩართოთ მარცვლეული, ახალი ბოსტნეული, ღვიძლი, ლობიო.
ვიტამინი D
ცნობილია, რომ D ვიტამინი ორგანიზმი ბუნებრივად მზის სხივების ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება. უმზეო პერიოდში კი მისი მიღება საკვებიდანაც არის შესაძლებელი: პარკოსნეისგან, კვერცხისგან და რძის პროდუქტებისგან.
მასალის გამოყენების პირობები