კონფერენცია პროექტის ფარგლებში გარემოს დაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრის მიზანია სკოლებში გერმანული ენის შესწავლის პროცესში მდგრადი განათლების მეთოდიკისა და პრინციპების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს გერმანული ენის გაკვეთილის დროს ენის შესწავლასთან ერთად გარემოს დაცვის, მწვანე პედაგოგიკისა და მდგრადი განვითარების თემების ინტეგრირებას.
კონფერენციასა და შემდეგ დაგეგმილ სემინარებში 32 გერმანული სკოლიდან 100 პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას, სადაც CLIL-ის სწავლების მეთოდს შეისწავლიან. პროექტი სამი თვე გაგრძელდება, რომელიც როგორც თბლისის კონფერენციას, ასევე რეგიონებში სემინარებს მოიცავს.
კონფერენციას გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






