მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი პიროვნების, კარლ ლაგერფელდის ასაკი უკვე 8 ათეულ წელს გადაცდა. კოკო შანელის მსგავსად, რომლის სამოდელო სახლსაც ლაგერფელდი ხელმძღვანელობს, გერმანელი დიზაინერის გამონათქვამებიც საყოველთაო პოპულარობით სარგებლობს:
ყველასთვის ცნობილია, რომ კარლ ლაგერფელდმა დიეტით საკმაო კილოგრამები დაიკლო, როდესაც მას ამის შესახებ ეკითხებოდნენ პასუხობდა:
„მე 200 ფუნტით გავხდი, რომ ედი სლიმანის პიჯაკი ჩამეცვა“
„დიეტა - ერთადერთი თამაშია, სადაც თქვენ დანაკლისით მოგებული რჩებით“
„ჩემი დიეტის არსი მარტივია: მე არასოდეს ვჭამ შაქარს, ყველს, პურს და ეს სავსებით ბუნებრივია. როდესაც მე გადაღებების დროს სტუდიებში ვხედავ ტონობით მავნე საკვებს, მე მას ვუყურებ, როგორც პლასტმასის რაღაც საგანს, რომლის ჭამაც ფიზიკურად შეუძლებელია. უბრალოდ თქვენი თავი წარმოიდგინეთ ტყის ველურ ცხოველებად: ისინი არასოდეს ჭამენ იმას, რაც მათთვის ბუნებას არ შეუთავაზებია“
„თქვენ შეგიძლიათ ცხოვრებას ვარდისფრად ხედავდეთ, მაგრამ არასოდეს ატაროთ ეს ფერი“
„როდესაც თქვენ ყოველდღიურად სპორტული შარვლის ჩაცმას იწყებთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრებაში რაღაც არასწორად მიდის“
„ჩემი სამუშაო მდგომარეობს არა იმაში, რომ Chanel-ის კოსტიუმს სიცოცხლე გავუხანგრძლივო, არამედ იმაში, რომ ის ცოცხალი დარჩეს“
„მოდა - ეს თამაშია, რომელიც სერიოზულად უნდა ითამაშო“
„ვერ ვიტან ინტელექტუალურ საუბრებს. მე მხოლოდ ჩემი საკუთარი მოსაზრება მაინტერესებს“
„პატიება - ეს ძალიან ადვილია. მე შეიძლება შემთხვევით დამავიწყდეს, მაგრამ პატიება არ შემიძლია. მე უპირატესობას შურისძიებას ვანიჭებ“
„როდესაც ადამიანები, ძველ ტკბილ დროებაზე საუბრობენ, მე მათ ვპასუხობ: „ ეს დროება კი არაა ძველი, ეს თქვენ ხართ ძველები“. თავად მე ატანა არ მაქვს ამ ძველი ტკბილი დროების. ყველაფერი, რაც ჩემთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, ახლა ხდება“.









მასალის გამოყენების პირობები






