“ჩვენ გავიხილავთ სხვადახვა ვარიანტებს, მათ შორის ეუთოს მუშაობაში მონაწილეობის შეწყვეტასაც. რა თქმა უნდა მე ამას უკრაინელ დეპუტატებს ვერ დავავალდებულებ, ეს მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მე მათ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ვურჩევ“- განაცხადა კლიმკინმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა ეუთოში უკრაინის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ არიევიც, რომელმაც ასეთი ქმედებებისთვის უკრაინის დელეგაციის მზადყოფნა დაადასტურა.
როგორც ცნობილია, რუსეთის დელეგაცია ეუთოს სანქციების ქვეშ იმყოფება, რომელიც მას ყირიმის ანექსიის გამო 2014 წლის აპრილიდან დაუწესდა. რუსებს ჩამორთმეული აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნების დამკვირვებელთა მისიებში, იყვნენ მომხსენებლები, ასევე დაინიშნონ წარმომადგენლებად ეუთოს სხვადსხვა ორგანოებში.
მასალის გამოყენების პირობები






