დაანონსებული დესტაბილიზაცია და პროვოკაციები - რას ემსახურება წინასაარჩევნო შიშები?
პოზიცია - 16:48, 13 Sep, 2016     2929
საქართველოში არჩევნების წინა პერიოდი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების განსაკუთრებული და ტრადიციულად ურთიერთბრალდებებით დატვირთული ნაწილია.

ამ დროს ოპოზიცია ამომრჩევლის გულის მოგებას და შესაბამისად ხელისუფლებაში მოსვლას, უმრავლესობა კი ძალაუფლების შენარჩუნებას ყველა ბერკეტით ცდილობს.

„ქართული ოცნება“ აგერ უკვე მეორე არჩევნებია „დესტაბილიზაცია, არეულობას და ქაოსის შექმნის მცდელობაზე“ საუბრობს.

ყველაფერი შს სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის ალექსანდრე ჭიკაიძის ერთადერთი და სკანდალური ინტერვიუთი დაიწყო.

2 წლის წინ, 28 წლის მინისტრმა ჭიკაიძემ საგაზეთო ინტერვიუში თქვა, რომ ყოფილი ხელისუფლება, ზონდერ ჯგუფებს ქმნიდა და ხელისუფლების შეცვლას ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნით აპირებდა.

ჭიკაიძე „ოპერატიული ინფორმაციის“ საფუძველზე ირწმუნებოდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ევრომაიდნის სცენარს აქტიურად ამუშავებდა და ამ გეგმის განსახორციელებლად მეორად საბურავებს აგროვებდა.

მინისტრი კონკრეტულ თარიღსაც ასახელებდა, მისი თქმით, ამ გეგმის განხორციელებას „ნაციონალური მოძრაობა“ სავარაუდოდ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აამუშავებდა, თუმცა „მაედნის“ მოსაწყობად საჭირო საბურავები ისე გაქრა, როგორც ჭიკაიძე პოლიტიკური ცხოვრებიდან.

შემდეგ იყო საქართველს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადება. 2015 წელს 28 იანვარს ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს.

დღეს კი შსს-ს მოქმედმა მინისტრმა, რომელიც ამ დრომდე ჭიკაიძეზე უკეთესი იმიჯით სარგებლობდა, მისი წინამორბედების განცხადება დააკოპირა და თქვა, რომ „რიგი პარტიები არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდგომაც გარკვეულ პროვოკაციებს აპირებენ“.

ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციაასა და ხელისუფლებაში რადიკალურად განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

უმრავლესობას, კონკრეტული ინფორმაცია მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ არ აქვს, თუმცა შს მინისტრს სიტყვაზე ენდობა. ოპოზიცია და ექსპერტები კი გიორგი მღებრიშვილს პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვასა და ოცნების სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ.

"საუბარი კი არა ქმედებაა საჭირო" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შს მინისტრის ხმაურიანი განცხადების კომენტირებისას. უსუფაშვილმა ამ თემაზე იხუმრა კიდეც: „აქედან გავალთ თუ არა, მე და ვახტანგ ხმალაძემ ეროვნული მასშტაბის პროვოკაციები უნდა დავგეგმოთ, რომლითაც უნდა დავამხოთ ეს ქვეყანა - გთხოვთ, გამოიძიოთ ეს საქმე, ჟურნალისტურადაც და სხვანაირადაც“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მათ შორისაა, რომელიც ვარაუდობს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე პროვოკაციები მოსალოდნელია. როგორც დეპუტატმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, აუცილებელია ხელისუფლება ფხიზლად იყოს.

„ნაციონალებს ერთადერთი გზა აქვთ, რომ სამთავრობო დერეფნებში შეეტიონ, ეს არის ქაოსი და არეულობა, მაედანის მსგავსი სცენარი, ამისკენ არიან გამეცადინებულები. როგორც ჩანს ოდესიდან არის გამუდმებული დირექტივები, რომ ჩანაფირი მოიყვანონ სისრულეში არჩევნებისას ან მის მეორე დღეს, როდესაც, ისინი ამ არჩევნებზე სერიოზული პროცენტით დამარცხდებიან. სააკაშვილი აგულიანება ამათ, რომ შემოდგომაზე ჩამოვა და ყურძენს საქრთველოში დაწურავს.

რაც შეეხება შს მინისტრის განცხადებას, როგორც ჩანს სამინისტროს ოპერატიული ინფორმაცია გააჩნია, მე კი პროვოკაციების მოწყობის შესაძლებლობაზე განცხადებებს პირადი დაკვირვებისა, ანალიზისა და იმ განცხადებების საფუძველზე ვაკეთებ, რაც ოდესიდან მოდის. თუნდაც რუსთავი 2 - ის საქმეზე, რომ ფეხმძიმე ქალი უნდა მომკვდარიყო - ეს იქნებოდა კარგი ვარიანტი, ხალხი აღელდებოდა. მე ვიცი მისი (მიხეილ სააკაშვილის) მიზნები აქედან გამომდინარე ვაცხადებ მე ამ საფრთხის შესახებ და ეს დაადასტურა შს მინისტრმა, მათ აქვთ ინფორმაციები. როგორც კი გახდება ეს ინფორმაციები ხელშესახები, მაშინვე კანონი ჩაირთვება ძალიან მკაცრად- აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

„ნიუპოსტმა“ მღებრიშვილის ხმაურიანი განცხადების შეფასება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა რურუას სთხოვა.

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ შს სამინისტრი პოლიტიზირებული და უწყების განცხადებები ანომალიურ ვითარებას ქმნის.

„სისულელეა მისნიტრის განცხაცდება... თუ არჩევნებს გააყალბებენ ხალხს პროტესტი ექნება და ეს პროტესტი გამოიხატება კონსტიტუციის ფარგლებში. დღევანდელმა განცხადებამ დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მთლიანად პოლიტიზირებულია და ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში. სრულიად ანომალიური სიტუაციაა, გუშინ ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა მინისტრი მოიხსენია თავის ერთ-ერთ მსახურად, პოლიცია უნდა იყოს აპოლიტიკური და მიუკერძოებელი, ამ შემთხვევაში კი სრულიად საპირისპიროსთან გვაქვს საქმე, რისი უფლებაც არც ერთ მთავრობას არ აქვს. პოლიციაში უამრავი პატრიოტია, დარწმუნებული ვარ ისინიც არ არიან კმაყოფილები მსგავი რეალობის არსებობით“- გვითხრა რურუამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის დეპუტატი ლადო სარდღობელაშვილი შს მინისტრს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ პოლიტიკური განცხადების გაკეთებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ინაშვილის პარტიის წევრი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციის მოწყობის თავი არ აქვს, რადგან „მარტივ მამრავლებად“ არის დაშლილი“.

„როგორც კი არჩევნების პერიოდი ახლოვდებოდა წინა ხელისუფლებაც მაშინვე დესტაბილიზაციაზე იწყებდა საუბარს და ეს ხელისუფლებაც ანალოგიურად აგრძელებს მას. მე შემიძლია პირდაპირ დავდო ბრალი შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ეს არის პოლიტიკური განცხადება, რადგან, მინისტრს მისი თანამდებობიდან გამომდინარე არ შეჰფერის მსგავსი განცხადებების გაკეთება, ეს წყალს ასხამს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას.

დღევანდელი სტატისტიკიდან გამომდინარე, საერთაშორისო დასკვნებიდან გამომდინარე გასაგებია, რომ საქართველოში კრიმინალის დონე დაბალია. რატომ აკეთებენ ისეთ რაღაცას, რომ აშინებენ საზოგადოებას, თითქოს ნაციონალები რაღაცას აპირებენ ეს ჩემთვის გაუგებარია. იმის მაგივრად, რომ დღევანდელი ხელისუფლება დაკავებული ყოფილიყო მოსახლეობის პრობლემებით, პირიქით, დაშინებით და ბუას შექმნით არიან დაკავებულები.

ნაციონალური მოძრაობა დღეს აღარ არსებობს, ის დაშლილია მარტივ მამარავლებად. მათ იმის თავი აღარ აქვთ, რომ იმხელა მასა გამოიყვანონ ქუჩაში და რაიმე დესტაბილაზია მოაწყონ. ალბათ მინისტრ მღებრიშვილს პოლიტიკური დივიდენდების გამო დაავალეს, რომ ასეთი ტიპის განცხადება გაეკეთებინა და აკეთებს კიდეც. როდესაც საფრთხეები იყო მაშინ არ აქცევდა შინაგან საქმეთა სამინისტრო ყურადღებას და დღემდე ბოგინობენ ეს კრიმინალები ქვეყანაში, ახლა უნდათ რომ მტრის ხატი დახატონ“- თქვა სადღობელაშვილმა.

ფასდაკარგული განცხადებები დესტაბილიზაციაზე - ეს შეფასება კი პაატა ბურჭულაძის თანაგუნდელ გიორგი ვაშაძეს ეკუთვნის.

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, თვლის, რომ არეულობაზე საუბარი მოქმედი ხელისუფლებისთვის ერთგვარ ტრადიციად იქცა.

„მსგავს განცხადებებს ღირებულება დაეკარგა. ეს არის მცდელობა წინასაარჩევნოდ რაღაცა ტიპის შიშის განცდა გააჩინონ საზოგადოებაში, რომ ისევ უუნარო "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი. ვთვლი, რომ ეს განცხადება საღამოს არავის ემახსოვრება, ანუ ამ მეთოდს პერსპექტივა არ აქვს“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ გიორგი ვაშაძემ.

მღბრიშვილის განცხადებას პოპულისტურს და პოლიტიკურს უწოდებს ექსპერტი გია ხუხაშვილიც. როგორც მან „ნიუპოსტს“ განუცხადა,“ მინისტრი მსგავსი ინფორმაციის ქონის პირობებში, ამაზე კი არ უნდა საუბრობდეს მინიმუმ ამ ბრალდებით ვიღაცას უნდა აპატიმრებდეს“

„შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, ნამდვილად შეიძლება პოლიტიკური განცხადება დაერქვას. რადგან მინისტრი კი არ უნდა საუბრობდეს, უნდა მოქმედებდეს. თუ მას აქვს რაიმე ოპერატიული ინფორმაცია, ამის საჯაროდ ლაპარაკის ნაცვლად, მან ეს ინფორმაცია უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის დამნაშავეები უბრალოდ დააპატიმროს. იმიტომ რომ ზეპირი ლაპარაკი შს მინისტრისთვის ღრმად არასერიოზულად გამოიყურება. ის არ არის პოლიტიკოსი, რომ პრევენციული განცხადებები აკეთოს. ეს შეუძლია გააკეთონ პოლიტიკოსებმა. შს მინისტრს კი ცოტა სხვა პასუხისმგებლობა აკისრია. თუკი რაიმე ინფორმაცია არის, მისი განცხადების შემდეგ, იმავე დღეს ან მეორე დღეს მაინც ვიღაცას უნდა აპატიმრებენდენ. თუ ეს არ ხდება, მაშინ ეს მის ავტორიტეტსაც აზიანებს და არც ქვეყნისთვის არის სასარგებლო”- აღნიშნა ხუხაშვილმა.

დღის ბოლოს მთავარ პოლიტიკურ თემას ქვეყნის უმაღლესი პირებიც გამოეხმაურნენ. პრემიერი კვირიკაშვილი თვლის, რომ „მინისტრის საუბარს საფუძველი აქვს“ თუმცა ქობულეთში მყოფი პრემიერ-მინისტრი ამ თემაზე საუბრისას მხოლოდ აღნიშნული რეპლიკით შემოიფარგლა.

ქვეყნის უმღლესი მთავარსარდალი კი სამართალდამცავებს, შეახსენებს, რომ პარტიული სიმპათიების მიუხედავად მათი უპირველესი მოვალეობა მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაა.

”პრეზიდენტს ასევე სურს შეახსენოს სამართალდამცავ უწყებებს, რომ მიუხედავად პარტიული სიმპათიებისა, მათი უპირველესი მოვალეობა ყველა ამომრჩევლისთვის და საარჩევნო სუბიექტისთვის, მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და ქვეყნის სტბილურობის შენარჩუნებაა. ვინაიდან, არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესი, როდესაც ყველამ ერთად უნდა დავადასტუროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილური, ევროპული სტანდარტების არჩევნების ჩატარება”- მიიჩნევს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის პოზიცია მისმა პრესსპიკერმა გაახმოვანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42