დიმიტრი ქუმსიშვილმა ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:45, 13 Sep, 2016     1243
ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფორუმის მაღალი დონის დელეგატებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, კიტაკ ლიმთან შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს საზღვაო დარგის პერსპექტივები, სანავსადგურე და სანაოსნო სექტორებში არსებული შესაძლებლობები, მეზღვაურთა დასაქმების პოტენციალი. დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკაში საზღვაო დარგის მნიშვნელობას.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმმა დიმიტრი ქუმსიშვილს დაუდასტურა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მზაობა საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებისთვის ტექნიკური დახმარების ინსტრუმენტების გამოყოფის შესახებ.

კვიპროსის კომუნიკაციებისა და შრომის მინისტრთან, მარიოს დემეტრიადესთან შეხვედრისას მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მათ ქვეყნებში საზღვაო დარგში არსებულ ვითარებაზე. კვიპროსის მხარემ ქართველ კოლეგას გააცნო ინფორმაცია გემების რეგისტრაციის, სანაოსნო კომპანიების მოზიდვისა და ნავსადგურების ოპერირების კვიპროსში არსებული მოდელების შესახებ.

ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე მალტის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ჯო მიცს შეხვდა, რომლის დროსაც მთავარი აქცენტი გაკეთდა მალტის წარმატებულ გამოცდილებაზე გემების რეგისტრაციის მიმართულებით. მალტის მხარემ აღუთქვა მხარდაჭერა ქართველ კოლეგებს აღნიშნულ სფეროში აქტიური დახმარების აღმოჩენის შესახებ. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ორმხრივი საზღვაო შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას, რომელსაც ხელი მოეწერა ბათუმის საზღვაო ფორუმის ფარგლებში.

საქართველოსა და უკრაინას შორის სარკინიგზე-საბორნე მიმოსვლის განვითარებაზე გაკეთდა განსაკუთრებული აქცენტი დიმიტრი ქუმსიშვილისა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ვოლოდიმირ ომელიანის შეხვედრაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციამ მნიშვნელოვანი შეზღუდვები დააწესა უკრაინულ ტრანზიტზე შუა აზიაში, უკრაინული მხარე დაინტერესებულია ტვირთნაკადები გადმოამისამართოს საქართველოს მიმართულებით.

შეხვედრაზე ითქვა, რომ აღნიშნული პროცესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია უკრაინის მხარესთან ახალი შეთანხმების გაფორმებას სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი მოეწერა ბათუმის ფორუმის ფარგლებში. შეთანხმების შედეგად, ნებისმიერ დაინტერესებულ საბორნე კომპანიას შეეძლება, შეუფერხებლად განახორციელოს სარკინიგზო ბორნების ოპერირება ორი ქვეყნის ნავსადგურებს შორის. ტექნიკური საკითხების მოგვარების კუთხით, დიმიტრი ქუმსიშვილი და ვოლოდიმირ ომელიანი შეთანხმდნენ, ახლო მომავალში გაიმართოს სამუშაო შეხვედრა ტრანსპორტის სფეროში დარგის ექსპერტების დონეზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42