როგორი იყო მარიამ კეკუტიას საქმიანი ურთიერთობა ნაომი კემპბელთან, კეტი ჰოლმსსა და მარია შარაპოვასთან
საზოგადოება - 18:25, 06 May, 2013     5741

 


სააგენტო ,,ნიუპოსტის" რუბრიკა - წარმატებული ქართველები უცხოეთში, მუდმივად შემოგთავაზებთ იმ ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად არიან ცნობილი.

ამჯერად მკითხველს ვთვაზობთ ამერიკაში მცხოვრები მარიამ კეკუტიას ინტერვიუს, რომელიც ჟურნალ ,,რეიტინგში" გამოქვეყნდა. ასევე შემოგთავაზებთ დამატებით დეტალებს, რომლის შესახებაც მარიამი ,,ნიუპოსტს"  ესაუბრა.


24 წლის მარიამ კეკუტია, რომელმაც კარიეერა 12 წლის ასაკიდან მხატვრის პროფესიით დაიწყო, დღეს უკვე ბენტლის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტი და ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტია ბიზნესურთიერთობების განხრით.


თუმცა, მარიამის საქმიანობა მხოლოდ ამ კუთხით არ შემოიფარგლება. მარიამ კეკუტიას საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს ცნობილ ადამიანებთან - ნაომი კემპბელთან, კეტი ჰოლმსთან და მარია შარაპოვასთან.


მარიამი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და მოკლედ გვიამბობს თავისი წარმატებული მოღვაწეობის შესახებ.


ცხოვრების უმეტესი ნაწილი მარიამმა უცხოეთში გაატარა. ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როცა მოსკოვში მშობლებთან ერთად საცხოვრებლად წავიდა. სკოლა იქ დაამთავრა, შემდეგ ინსტიტუტი - ,,მგიმო", ხოლო შემდეგ სწავლის ხარისხის ამაღლებისა და წარმატებული კარიერისთვის მაინც ამერიკის შეერთებული შტატები არჩია.


მარიამ კეკუტია 12 წლის იყო, როცა პირველად მისი ნახატების გამოფენა მოეწყო თბილისში და საკმაოდ წარმატებულადაც. მაშინ ქართველი მხატვრები მარიამის სერიოზულ მომავალზეც კი საუბრობდნენ და არა მხოლოდ საქართველოში... მოსკოვში გამართულ საერთაშორისო კონკურსში მეორე ადგილი აიღო, რის შემდეგაც მისი ნამუშევრები საფრანგეთში იქნა გადაგზავნილი.

 

newsnewsnews


როგორც თვითონ ჰყვება, პროფესიად მხატვრობა გადაწყვეტილიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ გეგმები მაინც შეიცვალა. თანამედროვე, განვითარებულ ქვეყნებში იმდენად დიდია არჩევანი, რომ მხავტრობა ბავშვობის პროფესიად დარჩა, რომლისთვისაც დროს მაინც პოულობს. შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნებისადმი მისწრაფება და ნიჭი მაინც უკვალოდ არ დარჩა - ამერიკაში თავისუფალ დროს პრესტიჟული ჟურნალის ფოტოგადაღებებსაც უთმობდა. ინგლისური და ფრანგული ენების ფლობის გამო, ის harper's bazaar-მა ნიუიორკული გადაღებებისათვის ასისტენტედ აიყვანა.


ბავშვობა და სწავლის წლები - რუსეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში:


- 2 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად, მამამ იქ დაიწყო სქმიანობა. ძმებთან ერთად ყოველ წელს ჩამოვდიოდით საქართველოში, რომ ქართული არ დაგვიწყებოდა, ცოტა მეგრულიც ვიცი. მოსკოვში გავიზარდე და იქ დავამთავრე სკოლა, შემდეგ კი ინსტიტუტი, კონკრეტულად კი "მგიმო". საკმაოდ რთული იყო იქ მოხვედრა, ამისთვის ორი წელი ვემზადებოდი და ჩავაბარე. სანამ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტს შევარჩევდი , მანამდე 7 წლის განმავლობაში ვხატავდი და არქიტექტურის ფაკულტეტზე მქონდა არჩევანი შეჩერებული, თუმცა გარკვეული პრობლმების გამო ისე არ გამოვიდა, როგორც მინდოდა. საბოლოოდ "მგიმოში" ჩაბარება გადავწყვიტე და საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე.


_ამის შემდეგ ბოსტონში როგორ მოხვდი?


_მაგისტარტურის გაგრძელებას "მგიმოში" ვაპირებდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ გადაწყვეტილება შევცვალე. ჩემი ძმა, გიორგი ბოსტონში გაუშვეს სასწავლებლად. მამამ მირჩია, იქნებ მეც მომესინჯა და გამეგზავნა ჩემი მონაცემები. მართლაც გავაგაზავნე აპლიკაციები ბოსტონის რამდენიმე უნივერსიტეტში და ყველა მათგანიდან მომივიდა დადებითი პასუხი. მთავაზობდნენ სწავლის საფასურის 60%- ით დაფინანსებას. ვინაიდან მე მარკეტინგი მქონდა არჩეული, შესაბამისად, იმ უნივერსიტეტებზე გავაკეთე აქცენტი, სადაც ამ მიმართულებას ასწავლიდნენ. საბოლოოდ ბენტლის უნივერსიტეტი ამოვირჩიე, რომელსაც მომავალ წელს ვამთავრებ. ეს უნივერსიტეტი ბოსტონიდან 10 კილომეტრში მდებარეობს.


მოსკოვსა და ბოსტონის უნივერსიტეტებს შორის სწავლის თვალსაზრისით დიდი განსხვავებაა - ამერიკული სწავლების მეთოდი ანალიტიკის, დისკუსიებს ეფუძნება. აქ ლექციები არ გვაქვს, უფრო მეტად შენი აზრის გამოთქმას გთხოვენ, რაც თავდაპირველად გამიძნელდა.


_სირთულე რაში გამოიხატებოდა?


რუსეთში სწავლის სხვა მეთოდიკას ვიყავი მიჩვეული, იქ პროფესორი გეუბნება თავად, რა არის სწორი. ამერიკული სწავლების თავისებურება კი ის გახლავთ, რომ აუდიტორიის წინაშე საკუთარი მოსაზრებები უნდა გამომეთქვა. თავიდან ეს საკმაოდ რთული იყო, თუმცა ახლა აღარ მიძნელდება. ძალიან დამეხმარა აქაური გარემო, ადამიანური ურთიერთობები, ყველა ერთმანეთს რჩევას აძლევს და რაღაცას ასწავლის.


მარიამი თავისუფალ დროს მეგობრებთან მშვიდ გარმოში ატარებს, სადაც ქართულ კერძებსაც ამზადებს ხოლმე. როგორც თვითონ გვიყვება, თავდაპირველად გაცნობისას მისი ქართველობა ხან ჯორჯიის შტატს, ხან კი რუსეთს უკავშირდებოდა. ამის გამო საქართველოს რუკაც თან დააქვს საკუთარი სამშობლოს უკეთ გაცნობის მიზნით.


_ქართულ საღამოებს ვმართავთ ხოლმე, ვამზადებთ კერძებსა და ერთმანეთს ვუმასპინძლდებით. მე უფრო მეტად შინაურულ გარემოში მიყვარს თავისუფალი დროის გატარება. ბოსტონი თავადაც მშვიდი, კულტურული, ინტელიგენტური ქალაქია. ხალხიც ასეთია. არ შეიძლაბა, რომ ეს მეგობრული ქალაქი არ იყოს, რადგან ძალიან ბევრი უნივერსიტეტია, სულ სტუდენტები დადიან მთელ ქალაქში, პროფესურა ცხოვრობს.

უნივერსიტეტში გაცნობისას როცა გვკითხეს საიდან ვიყავი და საქართველო ვახსენე თუ არა, თავდაპირველად, ყველამ ჩათვალა, რომ ეს ჯორჯიის შტატი უნდა ყოფიყო, შემდეგ როცა დავაკონკრეტე, რომ ეს შტატი არ არის, ეს ქვეყანა საქართველოა, მერე უკვე რუსეთთან დააკავშირეს. როცა კი შესაძლებლობა მომეცემოდა, ყველგან ვამახვილებდი ყურადღებას, რომ ქართველი ვარ. ტელეფონში რუკას ვატარებ და ყველას ვაჩვენებ, სად არის ჩემი ქვეყანა.


_სამომავლო გეგმები როგორი გაქვს?


აქ არ ვაპირებ დარჩენას. მე და ჩემი ძმა სწავლას დავამთავრებთ თუ არა, საქართველოში ვაპირებთ დაბრუნებას. საქართველოში არასოდეს მიცხოვრია და ძალიან მინდა, რომ ჩემი გამოცდილება და ცოდნა საქართველოს მოვახმარო.


რაც შეეხება ცნობილ ვარსკვლავებთან მარიამ კეკუტიას საქმიან ურთიერთბებს. როგორ მოხვდა ის ნაომი კემპბელთან, კეტი ჰოლმსთან და მარია შარაპოვასთან.


2012 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ვთანამშრომლობდი ცნობილ გამოცემასთან Hარპერ"ს Bაზაარ ღუსსია. მე გახლდით ჟურნალის მოდის მთავარი რედაქტორის და პროდიუსერის პერსონალური ასისტენტი. ამ ჟურნალში ჩემი მეგობრები მუშაობდნენ, ნიუ-იორკში საერთაშორისო გადაღებიბი წარმოებდა და ვინაიდან მათ იცოდნენ, რომ მე ამერიკაში ვიყავი, გარადწყვიტეს ჩემთვის სამსახური შემოეთავაზებინათ, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი კიდეც. ჩემს ფუნქციას წარმოადგენდა თარჯიმნობა, ვარსკვლავების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოება, ფოტოგადაღებებისთვის ტანისამოსისი შერჩევა, მოლაპარაკება ვიზაჟისტებთან, საორგანოზაციო საკითხები, მოკლედ, ყველაფერი, რასაც აკეთებს თანაშემწე. სწორედ აქედან გამომდინარე მომიწია შეხვდრა და მუშაობა ისეთ ცნობილ ადამიანებთან, როგორებისც არიან ნაომი კემპბელი, კეტი ჰოლმსი და მარია შარაპოვა.

 

news


_ალბათ მარტივი არ იქნებოდა ვარსკვლავებთან მუშაობა...



ეს ზოგადად მძიმე სამუშაოა არა მხოლოდ ასისტენტებისთვის, არამედ ვარსკვლევებისთვისაც. ისინი პროფესიონალებია არიან და მათთვის ეს გართობა არაა, ჩვეულებრივი სამსახურია და თქვენ წარმოიდგინეთ ყოველდღურად რამდენი ასეთი სამუშაოს ჩატარება უწევთ ჩემს მსგავს ადამიანებთან. საკმაოდ თავაზიანები იყვნენ, თუმცა ზოგ შემთხვევებში მათი მხრიდან გარკვეული მოთხოვნებიც იყო. მაგალითად, ნაომი კემპბელს უნდოდა ვიზაჟისტი, რომელიც ლონდონში გახლდათ და ვერ ჩამოგვყავდა, რადგან არ გვქონდა ამხელა ბიუჯეტი. ღამე არ გვეძინა, არადა გადაღებები მეორე დღეს იყო უკვე დანიშნული. ძლივს დავითანხეთ ნაომი იმაზე, რომ სხვა ვიზაჟისტი აგვეყვანა. ვიპოვეთ ისეთი ვიზაჟისტი, რომელიც ლოს-ანჟელესიდან ჩამოვიყვენეთ.

ამის მიუხედავად, მაინც უკმაყოფილო იყო, სულ შენიშვნებს აძლევდა და ბოლოს თავად დაიხატა. რთული დღე იყო, მაგრამ მაინც კარგად გამოვიდა საბოლოოდ. ნაომი კემპბელი ჩვენ გავაკეთეთ დეკემბრის ნომერში - საახალწლოდ და სწორედ ნაომიმ დახურა harper's bazaar-ის წელი. რაც შეეხება კეტი ჰოლმსსა და მარია შარაპოვას, ისინი ძალიან მშვიდად იყვნენ, სამაოდ კარგად გვექცეოდნენ. მათთვის განსაკუთრებული ვარსკვლავური დაავადება არ შემიმჩნევია.

 

news news

 



სააგენტო ,,ნიუპოსტი"







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42