ამის შესახებ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ფეოდოსიაში მდებარე კვლევითი ცენტრის Karadag Nature Reserve-ის მეცნიერები იტყობინებიან.
შავი ზღვის ორი დელფინი იანი და იაშა „დიალოგისას“, „სიტყვების“ ფორმულირებისთვის , შემდეგ კი წინადადების შესადგენად ბგერის სიხშირესა და მოცულობას ცვლიდნენ. ეს თითქმის ისევე ხდებოდა, როგორც ადამიანები საუბრისას, წერს Independent-ი.
გარდა ამისა, დელფინები, ერთმანეთს უსმენდნენ, ისე რომ „საუბარს“ არ აწყვეტინებდნენ, შემდეგ კი პასუხობდნენ.
კვლევის შედეგები St. Petersburg Polytechnical University Journal: Physics and Mathematics.-ზე გამოქვეყნდა.
„ეს ორი ადამიანის საუბარს გავს. იმპულსების ანალიზმა გვანახა, რომ ექსპერიმენტისას, დელფინი უსმენს მის მეორეს და მისი გაჩუმების შემდეგ გამოსცემს გარკვეულ სიგნალებს. ეს მათ მაღალ ინტელექტზე მიუთითებს. მათი კომუნიკაცია შესაძლოა სალაპარაკო ენად ჩაითვალოს, რომელიც ადამიანების სალაპარაკო ენის მსგავსია“ - აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ რიაბოვი.
მისი თქმით, იაშა და იანა ერთმანეთს მინიმუმ 5 სიტყვისგან შემდგარი წინადადებებით ეკონტაქტებიან, თუმცა მათი „გაშიფვრა“ ჯერჯერობით ჯერ შეძლეს. თუმცა, მეცნიერი აღნიშნავს, რომ დელფინებს საკუთარი , მკაფიო ენა აქვსღ და დროა დაიწყოს მცდელობა, მათთან უშუალო კონტაქტის დასამყარებლად.
ჯოშუა სმიტი, ავსტრალიის მურდოკის უნივერსიტეტის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელი, რომლის კომპეტენციაში ძუძუმწოვრების შესწავლა შედის, აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტში დასაწრმუნებლად მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
„ვფიქრობ, ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, რომ დელფინები კომუნიკაციისთვის ადაიმანების მსგავს ენას იყენებენ“ - განუცხადა პროფესორმა CNN-ს.
როგორც ცნობილია, დელფინები ერთმანეთს ორი გზით - სტვენითა და ე.წ. პულსებით ეკონტაქტებიან.
დელფინების შესწავლაში ყველაზე დიდი გარღვევა 2007 წელს მოხდა, როდესაც ავსტრალიელმა მეცნიერებმა მათი მკაფიო სიგნალებიდან სამი ფრაზა გაშიფრეს - „მე აქ ვარ, სად ხართ“; „იჩქარეთ“ და „იქ საკვებია.“
არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ დელფინები ერთმანეთს „ნიშნების ენით“ ფარფლების დახმარებით ესაუბრებიან.
2016 წელს ფლორიდელმა მეცნიერებმა დახურულ კონტეინერში მოთავსებულიორი დელფინის ქცევების განსაკუთრებულ თანხვედრაზე განაცხადეს. მათი თქმით, დელფინების ქმედებები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ერთმანეთს ესაუბრებოდნენ.
დელფინები, ძუძუმწოვრებიდან ყველაზე ძალიან ჰგვანან ადამიანებს.
განსხვავებით სხვა ძუძუმწოვრებისგან, მათ სიამოვნებისა და სურვილის გამო აქვთ სექსუალური კავშირი და არა გამრავლების მიზნით.
ასე რომ, "როგორც უამრავი მეცნიერი ამტკიცებს, შესაძლოა, ერთ დროს ისენიც ადამიანები იყვნენ, ატლანტიდის ბინადრები და მერე წყალში განიცადეს ევოლუცია."
მასალის გამოყენების პირობები






