"ჩვენი პროდუქციის 95.5 პროცენტი ჩინეთის ბაზარზე ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე შევა"-ქუმსიშვილი
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:19, 13 Sep, 2016     1168
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას უმნიშვნელოვანესი უწოდა.

„ეს არის ისტორიული შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო გახლავთ პირველი ქვეყანა, რომელმა შეძლო და მოლაპარაკებები რეკორდულ დროში - 7 თვეში დაასრულა. ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა არცერთ ქვეყანასთან, ვისთანაც ჩინეთს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ზოგიერთ ქვეყანას ჩინეთთან მოლაპარაკებისთვის ამ შეთანხმებაზე ათი წელიწადი დასჭირდა”, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ამ მოლაპარაკებიდან. კერძოდ, ჩვენი პროდუქციის მთლიანი ნომენკლატურის 95.5 პროცენტი ჩინეთის ბაზარზე ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე შევა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ის პროდუქტები ჩამოთვალა, რომელთა შეტანაც ჩინეთის ბაზარზე გამარტივდება. მათ შორისაა - ქართული ღვინო, მინერალური წყლები და აგროპროდუქტები. „ჩინეთში ყველა ეს პროდუქტი შევა ნულოვანი ტარიფითა და ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე“, - აღნიშნა მან.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ესაა უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ღვინოსა და აგრარულ პროდუქტებზე ჩინეთმა თავის პარტნიორ ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე გაენულებინა საბაჟო ტარიფები. „მინდა აღვნიშნო, რომ მრავალ ქვეყანასთან ჩინეთს ჰქონია 5 და 10-წლიანი გარდამავალი პერიოდი ტარიფების განულების თვალსაზრისით. ჩვენს შემთხვევაში, მას მერე, რაც სახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულდება, ჩვენი მეწარმეები შეძლებენ საქართველოში წარმოებული პროდუქციის შეტანას ჩინეთის ბაზარზე ყველანარი დაბრკოლებისა და საბაჟო ტარიფების გარეშე“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამ კუთხით განსაკუთრებით უპრეცედენტოა გადაწყვეტილება ღვინოსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ღვინოზე გარდამავალი პერიოდის გარეშე დაწესდება ნულოვანი ტარიფი. ეს არის ჩინეთის ისტორიაში პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ჩინეთს არ მიუღია და არ მიუნიჭებია არცერთი ქვეყნისთვის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში. ქართველ მეწარმეებს შეთანხმების ამოქმედებისთანავე შეეძლებათ ჩინეთში შეიტანონ ღვინო ყოველგვარი გადასახადის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ქვეყანასთან ჩინეთს ღვინის ტარიფის გასანულებლად ათწლიანი გარდამავალი პერიოდი აქვს დაწესებული.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შარშან საქართველომ ჩინეთში 2,6 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო გაყიდა. წლევანდელი მოლოდინია - 5 მილიონ ბოთლზე მეტი. „შედეგი, რაც მოლაპარაკებებით მივიღეთ, არის უპერეცედენტო და ნიშნავს, რომ 40 პროცენტზე მეტი, რომელიც იყო მხოლოდ საბაჟო გადასახადი, მოეხსნება ჩვენს ღვინოს. ეს კი ქართულ ღვინოს ჩინეთის ბაზარზე უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის“.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა შემდგომ პროცედურებზე. კერძოდ, მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ეწვევა ჩინეთის კომერციის მინისტრი, რომლის ვიზიტის დროსაც ხელი მოეწერება მემორანდუმს მოალაპარაკების ოფიციალურად დასრულების შესახებ. „ამის შემდეგ შეთანხმების ტექსტი გაივლის ექსპერტიზას, რომელსაც დასჭირდება დაახლოებით ორი-სამი თვე. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში ჩვენ უკვე მოვაწერთ ხელს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ჩვენი მოლოდინით, შეთანხმება ძალაში შევა 2017 წლის შუა პერიოდიდან, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით წარმატებული მოლაპარაკებების გამო. საქართველოსა და ჩინეთს შორის სულ მოლაპარაკებების 3 რაუნდი და 2 სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ბოლო შეხვედრა დასრულდა გუშინ ჩინეთში, სადაც შეთანხმება მოხდა ყველა იმ ღია საკითხზე, რაც დარჩენილი იყო. ასეთი საკითხები იყო: მომსახურებით ვაჭრობა, საქონლით ვაჭრობა, ქართული პროდუქციის გეოგრაფიული აღმნიშვნელის დაცვა ჩინურ ბაზარზე, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში და დაცვითი ზომები, წარმოშობის წესები, ინსტიტუციონალური დებულებები და გარემოს დაცვის საკითხები.

2015 წლის 10 სექტემბერს ჩინეთში ქ. დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრემიერ-მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

2015 წლის 10 დეკემბერს ჩინეთში გამართულ შეხვედრაზე ხელის მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის, რომელიც ითვალისწინებს ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42