ქართველმა ფერმერებმა ჩინეთში ერთთვიანი სასწავლო ტრეინინგი გაიარეს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:14, 13 Sep, 2016     1165
საქართველო-ჩინეთის ერთობლივი ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აგვისტოში, ჩინეთში 21-მა ქართველმა ფერმერმა და დაინტერესებულმა პირმა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ერთთვიანი სასწავლო კურსი გაიარა. აღნიშნული ტრეინინგი სპეციალურად ქართველი ფერმერებისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ტრეინინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ჰუნანის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორების ლექციები მოისმინეს ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მავნებელ-დაავადებათა კონტროლისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკის, სტრუქტურისა და მართვის საკითხებზე. სასწავლო კურსის პრაქტიკულ ნაწილში, საველე ვიზიტების დროს, ქართველი ფერმერები, ჩინელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, ადგილზე გაეცნენ სათბურებსა და სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მიმდინარე კვლევებს.

სასწავლო კურსის ბოლოს, ტრეინინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს სამეცნიერო კვლევები სოფლის მეურნეობის სექტორში, კონსულტაცია და ტრეინინგები თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით. ჯგუფი 2008 წლიდან ჩართულია სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გაცვლით და ადამიანური რესურსების განვითარების პროექტებში, რომლის ფარგლებშიც წარმატებით ახდენს ფერმერთა გადამზადებას. ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფმა საქართველოში 200-მდე ფერმერისთვის 5 სასწავლო კურსი ჩაატარა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42