Fitch-მა საპარტნიორო ფონდის პროგნოზი BB- დაადასტურა
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:02, 13 Sep, 2016     1579
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings -მა საპარტნიორო ფონდის შეფასება „BB-სტაბილური“ დაადასტურა. სააგენტომ საქართველოს საპარტნიორო ფონდის რეიტინგი 8 სექტემბერს გამოაქვეყნა. როგორც სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზიდან ირკვევა, ფონდის გრძელვადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგი „BB“-ია; გრძელვადიანი ადგილობრივი ვალუტის რეიტინგი BB-; მოკლევადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგი B, ხოლო პროგნოზი - სტაბილური (Stable).

სააგენტო წერს, რომ ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის," „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის," „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის," „ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის," და „თელასის აქციებს. საპარტნიორო ფონდის ფუნქციონირება სპეციალური კანონით რეგულირდება, რომელიც მის უნიკალურობას და განსაკუთრებულ სტატუს უსვამს ხაზს.

Fitch-ის შეფასება ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია, მაშინ როცა საქართველოს მთავრობისთვის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მთავარ პრიორიტეტად რჩება. Fitch-ი საპარტნიორო ფონდს განიხილავს, როგორც საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ორგანიზაციას,

სააგენტო პრესრელიზში წერს, რომ საქართველოს მთავრობა, ფონდს იყენებს, როგორც ქვეყნის ეკონომიკაში ფინანსურ მამოძრავებელ ძალას. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ფონდს სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომელსაც პრემიერ მინისტრი თავმჯდომარეობს.

ფონდის მიზანია კერძო ინვესტიციებისთვის ხელის შეწყობა ეკონომიკურად მომგებიან პროექტებში. სააგენტო აღნიშნავს, რომ კერძო სექტორი განვითარების სტადიაშია. თანაინვესტირებით სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში, უძრავი ქონების ბაზარზე და ენერგეტიკაში და 2014-2016 წლებში დასრულებული რამდენიმე პროექტიდან წარმატებული გამოსვლით დასტურდება ამ ფონდის სტრატეგიის ეფექტიანობა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42