ლევან დავითაშვილი კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:00, 13 Sep, 2016     1535

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თელავში იმყოფებოდა, სადაც რთველი 2016-ის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებდეტალური ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა რამდენიმე ღვინის საწარმოც დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ყურძნის გადამუშავების პროცესს.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, რთველი 2016 ორგანიზებულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„წელს, მოსავლის დაბინავებას პრობლემა არ შეექმნება და არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 18 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. რთველი აქტიურ, ფაქტობრივად პიკურ ფაზას უახლოვდება. საამისოდ სრულად მობილიზებულია რთველის საკოორდინაციო შტაბი, მზად არის ტექნიკური საშუალებები და იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი რთველიც ორგანიზებულად ჩაივლის და წარმატებული იქნება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 18,3 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან 7,1 ათასი ტონა რქაწითელი, 8,9 ათასი ტონა საფერავი, 960 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. განვლილ დღ-ღამეში ღვინის კომპანიების მიერ გადამუშავდა 2 ათასამდე ტონა ყურძენი, რაც 2016 წლის რთველის ყველაზე მაღალი დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელია.

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 110 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 32 ღვინის კომპანია, მათ შორის 6სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 15 მლნ ლარი მიიღეს.

ამ ეტაპისთვის ყველა დიდი რაოდენიბის ყურძენი გადამუშავებულია სიღნაღის მუნიციპალიტეტში - 5,1 ათასი ტონა. კახეთის რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 4,5 ათასი ტონა, ყვარელი - 4 ათასი ტონა, თელავი - 3,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,1 ათასი ტონა, ახმეტა - 106 ტონა, ლაგოდეხი - 103 ტონა და საგარეჯო - 55 ტონა.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა:

კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე - 0,45 ლარი;

საფერავზე - 1 კგ-ზე - 0,20 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე - 1 კგ-ზე - 2 ლარი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic და http://rtveli2016.gov.ge/statistic






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42